ქალაქის ცენტრში მდებარე ივერია კაფე ლანჩისთვის ან უბრალოდ გემრიელი ფინჯანი ყავისთვის იდეალური ადგილია.
სტუმრებს ხელმისაწვდომი ფასები, მაღალი ხარისხის მომსახურება, მყურდო გარემო, უგემრიელესი ფინჯანი ყავა და ახლად დამზადებული სენდვიჩები ელოდებათ.
ივერია კაფეს სტუმრებს ჩაის ფართო არჩევანს, საკონდიტრო ნაწარმს და უგემრიელეს ნაღების ნაყინს სთავაზობს. გამორჩეული კარამელ კაპუჩინო, ვანილა-ჯინჯერ ლატე, ან თეთრი შოკოლადის ლატე ყავის ყველა მოყვარულის გულს მოიგებს; ხის და მინის ფაქიზი სინთეზი ინტერიერში ვიზიტორებისთვის ხელსაყრელ, მყუდრო ატმოსფეროს ქმნის.
ივერია კაფე რედისონ ბლუ ივერიას გვერდით მდებარეობს (მისამართი: რესპუბლიკის მოედანი #1, თბილისი). კაფეს რედისონის ჯგუფი მართავს.