თავისი არსებობის მანძილზე, სილქ როუდ ჯგუფს აქვს წამყვან საერთაშორისო ნავთობ-კომპანიებთან და ტრეიდერებთან, ფინანსურ ორგანიზაციებთან, საინჟინრო კომპანიებთან, მსოფლიო მასშტაბის ტექნოლოგიების პროვაიდერებთან და პროფესიონალური სერვისების მომწოდებელ კომპანიებთან მუშაობის და პარტნიორობის გამოცდილება, მათ შორისაა ELF, Total, BP, Glencore, Vitol, Hurricane Hydrocarbons, ISAF (გაეროს ეგიდით ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების დამხმარე ძალები), Carlson Rezidor Hotel Group (რედისონ ბლუს სავაჭრო სახელის მფლობელი), BNP Paribas, Banque Cantonale de Geneve, Fortis Bank, ABN Amro, ING, თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, Huawei ZTE, Orange, Smithsonian Institute და National Geographic.
სილქ როუდ ჯგუფი (SRG) არის კერძო საინვესტიციო კომპანია, რომელიც ქართველი და ევროპელი პარტნიორების კუთვნილებაში და მართვაშია.
სილქ როუდ ჯგუფი დაარსდა 1997 წელს საქართველოში გიორგი რამიშვილის მიერ, რომელიც ამჟამად კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.
სილქ როუდ ჯგუფის აქტივებსა და შვილობილ კომპანიებს შორის არის “სილქნეტი”, საქართველოში უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო ქსელის, საკაბელო ტელევიზიის, ფართოზოლოვანი ინტერნეტისა და ციფრული ტელევიზიის წამყვანი პროვაიდერი.
სილქ როუდ ჯგუფი არის მრავალპროფილიანი კომპანია, რომლის საქმიანობაც და შვილობილი კომპანიები მოიცავს ელექტროენერგეტიკის, ტრანსპორტის, სასტუმრო და გასართობი ინდუსტრიის, უძრავი ქონებისა და სატელეკომუნიკაციო სფეროებს.
დღესდღეობით, სილქ როუდ ჯგუფში დასაქმებულია დაახლოებით 5,000 ადამიანი ქვეყნის მასშტაბით, კომპანია ფლობს დაახლოებით 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის მატერიალურ აქტივებს. უკანასკნელი ათი წლის მანძილზე სილქ როუდ ჯგუფმა, პარტნიორებთან და სხვა თანამშრომელ მხარეებთან ერთად, განახორციელა დაახლოებით 500 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკაში.
კომპანიის შექმნისთანავე დამფუძნებელთა ხედვა გულისხმობდა საქართველოს დანარჩენ მსოფლიოსთან ინტეგრირებას და ქვეყნის ისტორიული მდებარეობის გამო არსებული პოტენციალის გამოყენებას, რაც ისტორიული აბრეშუმის გზის სავაჭრო დერეფანში მთავარი მაკავშირებლის როლის რეალიზებას ნიშნავს.
საწყის ეტაპზე საქმიანობის მთავარი ფოკუსი იყო საბჭოთა ხანის შემდგომი აქტივებისა და ინფრასტრუქტურის მოდერნიზება, საქართველოს და სხვა რეგიონების მომხმარებლებისთვის უფრო ეფექტიანი და ტექნოლოგიურად დახვეწილი სერვისების შეთავაზების მიზნით.
დაარსებისას კომპანიის საქმიანობის უმთავრეს სფეროს სარკინიგზო სატრანსპორტო გადაზიდვები წარმოადგენდა. პირველი დიდი წარმატება სწორედ საქართველოს შავი ზღვის პორტების და ცენტრალური აზიის ენერგეტიკული რესურსების დამაკავშირებელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენებამ და გაუმჯობესებამ მოუტანა.
სილქ როუდ ჯგუფმა წარმატებით მოახდინა რეგიონში სარკინიგზო ოპერაციების მოდერნიზება და გაფართოება.
2000-იანი წლების დასაწყისში საქართველოში მომხდარი მაკროეკონომიკური და პილიტიკური მდგომარეობის ცვლილების ფონზე, სილქ როუდ ჯგუფი შეუდგა თავისი ბიზნეს-ინტერესების დივერსიფიცირებას და წამოიწყო ახალი პროექტები ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, მათ შორის:
თბილისში საბჭოთა დროიდან არესბული სასტუმრო ივერიის განახლება, რომელიც ავარიულ მდგომარეობაში იყო და იძულებით გადაადგილებული პირების დროებით საცხოვრებლად გამოიყენებოდა. ეს პროექტი 2009 წელს დასრულდა საერთაშორისო ბრენდის “რადისონ ბლუს” სახელწოდებით მოქმედი სასტუმროს შექმნით.
ძველი საბჭოთა სატელეფონო ინფრასტრუქტურის მფლობელი საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის შეძენა (UTCG) მისი განვითარების და მოდერნიზების მიზნით;
ბათუმში და აჭარის სანაპიროზე სასტუმროებისა და გასართობი ცენტრების მშენებლობის და განვითარების გეგმა;
რეგიონში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო ოპერაციების ოპერაციების გაფართოება. (თავისი სატრანსპორტო საქმიანობის ზენიტში სილქ როუდ ჯგუფი მართავდა 25 რეგიონალური მომსახურების ცენტრს, სადაც 350 ადამიანი ჰყავდა დასაქმებული და თვეში დაახლოებით 2 500 სატვირთო ვაგონის საშუალებით სხვადასხვა სახის ტვირთის ტრანსპორტირებას ახორციელებდა, მულტინაციონალური ნავთობ-კორპორაციებისთვის ნავთობპროდუქტების და ნავთობის და წამყვანი გლობალური სავაჭრო ფირმებისთვის სხვადასხვა პროდუქციის ჩათვლით, ისევე, როგორც საერთაშორისო სამხედრო ძალებისთვის ავიასაწვავის და აშშ-ს სასოფლო-სამეურნეო კონგლომერატებისთვის საკვები პროდუქტების მიწოდებას).
2000-დან 2008 წლამდე სილქ როუდ ჯგუფის საქმიანობის ზრდას ბუნებრივად ახლდა კომპანიის იურიდიული და კორპორატიული შესაბამისობის პროცესის, ფინანსური ანგარიშგებისა და მართვის ინსტრუმენტების განახლება დასავლური ნორმების მიხედვით, IFRS-სა და 4 დიდი აუდიტორული ფირმის დაქირავების ჩათვლით აუდირებული ფინანსური ანგარიშგების დასანერგად.
სილქ როუდ ჯგუფის საქმიანობისთვის სერიოზული გამოწვევა იყოს საქართველოში 2008 წელს განხორციელებული რუსული ძალების შემოჭრა და გლობალური ფინანსური კრიზისი, რომელთაგან ორივემ უარყოფითი გავლენა მოახდინა კომპანიის პროექტებზე.
დაუღალავი მუშაობისა და მტკიცე პოზიციის ფონზე, სილქ როუდ ჯგუფმა დაძლია ეს კრიზისი, განაახლა გაჩერებული პროექტები და დაგეგმა ახალი ინვესტიციები.
სილქ როუდ ჯგუფმა განაგრძო თავისი სატელეომუნიკაციო ჰოლდინგების გაძლიერება, შეიძინა ორი ქართული ფიქსირებული სატელეფონო ქსელის პროვაიდერი და 2010 წელს ჩამოაყალიბა ახალი კომპანია “სილქნეტი”.
დღესდღეობით სილქ როუდ ჯგუფის შვილობილი კომპანია “სილქნეტი” ფიქსირებული ტელეფონიის, საკაბელო ტელევიზიის, ფართოზოლოვანი ინტერნეტისა და ციფრული IPTV ტელევიზიის უმსხვილესი პროვაიდერია საქართველოში.
კომპანია აპირებს გააგრძელოს თავისი ბიზნესების მოდერნიზება, ტექნოლოგიური წინსვლა და თანამედროვე ბიზნეს-პრაქტიკის დანერგვა იმისათვის, რომ მოახდინოს საქართველოს ინტეგრირება დანარჩენ მსოფლიოსთან და უზრუნველყოს თავისი მომხმარებლები საქართველოსა და სხვა რეგიონებში მსოფლიო დონის სერვისებით.
ეს მოიცავს ე.წ. „სილქ თაუერის”, უძრავი ქონების სექტორში მასშტაბური პროექტის განვითარებას ბათუმში, რომელიც ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ეკონომიკის ზრდას ქალაქსა და რეგიონში.
სილქ როუდ ჯგუფი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობას (CSR), ქართული კულტურისა და ისტორიული მნიშვნელობის ობიექტების მხარდაჭერას, როგორიცაა წინანდლის ისტორიული მამული, საქართველოს მოთხილამურეთა ეროვნული ნაკრების გუნდი და ჟურნალ National Geographic-ის ქართულენოვანი გამოცემა.