სილქ ჰოსპიტალიტი სილქ როუდ გრუფში შემავალი კომპანიაა, რომელსაც საქართველოში სასტუმრო და გასართობი ბიზნესის სექტორში წამყვანი პოზიცია უჭირავს, 14 მოქმედი ობიექტითა და 2000-ზე მეტი თანამშრომლით.
ქართული სტუმართმოყვარეობისა და ევროპული სტანდარტების სინთეზით, მაღალკვალიფიცირებული კადრებითა და 10 წელზე მეტი გამოცდილებით მან სანდო კომპანიის სახელი მოიპოვა როგორც მომხმარებლისთვის, ასევე ინვესტორებისთვის.
სილქ ჰოსპიტალიტი თანამშრომლობს მსოფლიო სასტუმროების იდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ჯგუფთან Radisson Hotels Group, ასევე თავად მართავს სასტუმროებს, რესტორნებსა და გასართობ დაწესებულებებს და უზრუნველყოფს საკონსულტაციო მომსახურებას სასტუმროებისა და რესტორნების მართვის სფეროში.
სილქ ჰოსპიტალიტის ამჟამად მოქმედი ობიექტები:
- Radisson Blu Iveria Hotel, Tbilisi
- Radisson Blu Hotel, Batumi
- Radisson Collection Hotel, Tsinandali Estate
- Park Hotel, Tsinandali Estate
- Tsinandali Estate Winery
- Casino Iveria, Tbilisi
- Casino Iveria, Batumi
- Republic Event Hall, Tbilisi
- Republic Rooftop Restaurant-Bar-Terrace, Tbilisi
- Restaurant Republic 24, Tbilisi
- Noble Savage Club, Tbilisi
- Iveria Beach Club, Batumi
- Gate Night Club, Batumi
- Neptune Sport Complex, Tbilisi
უახლოეს მომავალში იგეგმება დედაქალაქის ცენტრში კიდევ ერთი 5* სასტუმრო “ტელეგრაფის” გახსნა და რამოდენიმე ფართომასშტაბიანი პროექტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.