“რესპუბლიკა” – არის ახალი განსაკუთრებული სივრცე განსაკუთრებული ღონისძიებებისთვის. შენობის შესასვლელი სტუმრებს თამარა კვესიტაძის მიერ შექმნილი კედლის ფასადით ეგებება. მისაღების რეტრონარევი თანამედროვე დიზაინი, ჭერის ხის ელემენტებით, ოქროსა და ვერცხლის ნოტებით, 60-იანების სპეციფიურ მომხიბვლელობას უქმნის. ეს არის საუკეთესო სივრცე გამოფენებისა და მიღებებისთვის, ასევე არაოფიციალური შეხვედრებისთვის.
შემდეგი ორი სართული, რომელიც 1000 კვ.მ-ზე მეტს მოიცავს, წარმოადგენს უნიკალურ დარბაზებს სხვადასხვა ტიპის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებებისთვის. უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თანამედროვე სივრცეები უმაღლეს დონეზე უმასპინძლებს როგორც ოფიციალურ შეხვედრებსა და კონფერენციებს, ისე მოდის ჩვენებებსა და მსგავსი ხასიათის პერფორმანსებს, კონცერტებსა და ცხოვრების მთავარ დღესასწაულს, ქორწილს.
კომპლექსის მესამე სართულზე განთავსებულია თევზის რესტორანი.