სასტუმრო ქალაქ ბათუმის ცენტრთან, შავი ზღვის სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს. ბათუმის ბულვარში გასეირნება და ახლოს მდებარე ღირშესანიშნაობების მონახულება ჩამოსულ სტუმრებს მოსახერხებელი სატრანსპორტო საშუალებებით ან სულაც ფეხით შეუძლიათ.
სასტუმროს 168 ნომერი აქვს. მათგან სტანდარტული 33კვ.მ.-ია, უმაღლესი კლასის კი – 86კვ.მ. რედიოსონ ბლუ ივერია სტუმრებს სხვადასხვა ტიპის სამზარეულოს სთავაზობს. თავისუფალი დროის გატარება და გემრიელი კერძების დაგემოვნება პირველ სართულზე მდებარე რესტორან „მედეაში“ და ასევე სასტუმროს მე-19 სართულზე განთავსებულ ბარ-რესტორან “ქლაუდსშია“ შესაძლებელი.
სასტუმროს დიდ საბანკეტო დარბაზს თეატრის სტილის განლაგების შემთხვევაში ერთდროულად 350, ხოლო საბანკეტო განლაგების შემთხვევაში 150 სტუმრის მიღება შეუძლია. ასევე შესაძლებელია დარბაზი გაიყოს სამ, შედარებით მცირე ზომის სექციად, რაც საკმაოდ მოსახერხებელია. რედისონ ბლუ ბათუმში წარმოდგენილია ანე სემონინის სპა & გამაჯანსაღებელი ცენტრი, რომელიც 1659კვ.მ-ზე არის განთავსებული.