ბოლო 20 წლის განმავლობაში სილქ როუდ ჯგუფმა ცენტრალური აზიის და კავკასიის რეგიონში თხევადი და მშრალი ტვირთების გადაზიდვების ლიდერის ადგილი დაიმკვიდრა. 200 თანამშრომელთან ერთად სილქ როუდ ჯგუფი ეფექტური გადაწყვეტილებების მეშვეობით უზრუნველყოფს როგორც სარკინიგზო, ასევე კასპიის საზღვაო ტვირთების უსაფრთხოდ გადატანას აზერბაიჯანის, საქართველოს, ირანის, ყაზახეთის, რუსეთის და თურქმენეთის საპორტო გადაზიდვების ჩათვლით. სილქ როუდ ჯგუფი აზერბაიჯანიდან და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან – თურმენეთიდან, უზბეკეთიდან და ყაზახეთიდან ნედლი ნავთობის და ნავთობ პროდუქტების შავი ზღვის საპორტო ქალაქებში – ბათუმსა და ფოთში და აგრეთვე ირანსა და ავღანეთში ტრანსპორტირებით და ვაჭრობით არის დაკავებული.
მომხმარებლის მოთხოვნების და ბაზარზე წარმოქმნილი ახალი შესაძლებლობების გათვალისწინებით, ჯგუფი მუდმივად ავითარებს ახალ მარშრუტებსა და სერვისებს. 2002 წლიდან ირანში, Rey and Bandar Abbasტერმინალების ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიმწოდებელია, 2004 წლიდან კი ნავთობის ტრანსპორტირებას ავღანეთში ახდენს. 2009 წლიდან სილქ როუდ ჯგუფი ავღანეთის შეიარაღებული ძალების JET A-1 საავიაციო საწვავის მომმარაგებელი და გადამზიდი კომპანიების მსხვილი სატრანსპორტო პარტნიორია.
ტექნოლოგია
სილქ როუდ ჯგუფმა შეიმუშავა და დანერგა საკუთარი კომპიუტერული სანავიგაციო სისტემა, რომელიც ლოჯისტიკის განყოფილებას და მომხმარებელს ყოველი პარტიის ტრანსპორტირების შესახებ განახლებად ინფორმაციას აწვდის. სილქ როუდ ჯგუფის თანამშრომლები სხვადასხვა სატრანპორტო მარშრუტებიდან მონაცემთა რეალურ დროში განთავსებას უზრუნველყოფენ.
საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია ტვირთების ადგილმდებარეობის შესახებ ონლაინ რეჟიმში მყისიერი ინფორმაცია მიიღოს. მანქანების ლოკალური მოძრაობის გაკონტროლების მიზნით, სისტემა მსოფლიოს ნებისმიერი ოფისიდან რეგიონული ლოჯისტიკის კოორდინირების საშუალებას იძლევა; შესაბამისად, გაუთვალისწინებელი დაგვიანების შემთხვევაში ლოჯისტიკის განყოფილება მყისიერად რეაგირებს და ტრანსპორტირების გრაფიკში რეგიონის მასშტაბით ასახავს ცვლილებებს.
ვაჭრობა
2003 წლიდან სილქ როუდ ჯგუფი კასპიისა და ცენტრალური აზიის რეგიონიდან ნავთობროდუქტების მოპოვებაშია ჩართული.
სილქ როუდ ჯგუფი საერთაშორისო ბაზარზე ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მოვაჭრე მსხვილი გამოცდილების მქონე რეგიონული პარტნიორების საშუალებით მომხმარებელს კასპიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისა და ვაჭრობის სრულ პაკეტით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს.
ნავთობპროდუქტებთან ერთად, სილქ როუდ ჯგუფი კავკასიაში, ცენტრალური აზიის ქვეყნებში, რუსეთსა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებში სხვადასხვა ტიპის საქონლის მიწოდებასა და ვაჭრობასაც ახდენს.