საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიდერი კომპანია სილქნეტი მომხმარებელს კომერციულ, საბითუმო და საცალო სატელეკომუნიკაციო პროდუქტების ფართო არჩევანს, მათ შორის IPTV, ფიქსირებულ ფართოხაზოვან ქსელს და ტელეფონიას სთავაზობს. მომხმარებელზე ორიენტირებულმა მიდგომამ და ხარისხიან სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებაზე აქცენტმა, სილქნეტს ბაზარზე მაღალი ნდობის მოპოვების საშუალება მისცა. უახლესი სატელევიზიო მომსახურება, ექსკლუზიური კონტენტი და ინტერნეტ ტექნოლოგიების ფართო სპექტრი საქართველოს მოსახლეობას დანარჩენ მსოფლიოსთან დაკავშირების საშუალებას აძლევს. სილქნეტის 45 ოფისში საქართველოს მასშტაბით 1600 ადამიანია დასაქმებული და ქვეყანაში ყველაზე დიდ საკაბელო ქსელს ფლობს.
8000 კილომეტრიანი ბოჭკოვანი ქსელის მეშვეობით, სილქნეტი უდიდესი სტრატეგიული პარტნიორია რეგიონის ყველა ადგილობრივი, რეგიონალური, თუ გლობალური მოთამაშისთვის.
კომპანიის დაქვემდებარებაშია სადენიანი ფართოზოლოვანი ინტერნეტის საცალო ბაზრის 46% და ჯამური ფართოზოლოვანი საცალო ინტერნეტ ბაზრის 41% ოპტიკურ ბოჭკოვანი, ფიქსირებული 4G LTE და DSL ტექნოლოგიების ჩათვლით.
ინოვაციური სატელევიზიო სერვისითა და პრემიალური სატელევიზიო კონტენტით, სილქნეტი ფასიანი სატელევიზიო ბაზრის 22%-ს და IPTV ბაზრის 69% ფლობს. ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტთან და IPTV-ისთან ერთად, კომპანია ბაზრის 64%-ს ფიქსირებული სადენიანი ტელეფონიით უზრუნველყოფს.
სილქნეტი ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც საკუთარ მომხმარებელს სატელეკომუნიკაციო სერვისების სრულ პაკეტს სთავაზობს.
სილქნეტი მხარდაჭერით მეცნიერების, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში მრავალი პროექტია განხორციელებული.
სილქნეტი ჟურნალ National Geographic- ის ქართული გამოცემის მთავარი პარტნიორი და გენერალური სპონსორია. 2012 წლიდან ჟურნალი ქართველ მკითხველს პოპულარულ სამეცნიერო შინაარსის სტატიებს და მაღალი სტანდარტის ფოტომასალას აწვდის.