

სხვადასხვა მედია საშუალებები, რომელიც აქტიურად არიან ჩართული ამერიკის შეერთბეული შტატების პრეზიდნეტის, დონალდ ტრამპის, წინააღმდეგ მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანიაში, პერიოდულად ცდილობენ “სილქ როუდ ჯგუფი” და მისი ხელმძღვანელობა ამ კამპანიის ნაწილად აქციონ და ჩრდილი მიაყენონ როგროც კომპანიის იმიჯს, ასევე უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს. თავისი მიზნების მისაღწევად მათი ჟურნალისტები ხშირად არა მხოლოდ არღვევენ ჟურნალისტურ ეთიკას, არამედ მიმართავენ ფაქტების დამახინჯებას და ფალსიფიცირებას.
ჩვენი იურისტები ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობენ ამ საკითხს და ჩვენ ვიტოვებთ უფლებას გამოვიყენოთ ყველა სამართლებრივი საშუალება ჩვენი უფლებების დასაცავად.
უმოკლეს ხანში შემოგთავაზებთ უფრო ვრცელ განცხადებას, რომელიც ამომწურავ პასუხს გასცემს აღნიშნული მედია-საშუალებების პუბლიკაციების გამო აღძრულ საკითხებს.