

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით იმართება. სილქ როუდ ჯგუფი ღონისძიების ოქროს სპონსორია.
ფორუმის მიზანი ყველა დაინტერესებულ მხარესა და საერთაშორისო ორგანიზაციას შორის მაღალი დონის წლიური შეხვედრებისთვის პლატფორმის დაარსებაა, რაც, თავის მხრივ, სატრანსპორტო, ენერგეტიკული, სავაჭრო და საქმიანი კონტაქტების მიმართულებით აზრების გაცვლის, შესაძლებლობების შესწავლის და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების საშუალებას იძლევა.
ფორუმი წარმოადგენს პლატფორმას პოლიტიკოსებისა და ბიზნესის მაღალი რანგის წარმომადგენლების გამოცდილების, მოსაზრებების და შეხედულებების გაცვლის და გაზიარებისთვის.