სილქ როუდ ბანკი 2005 წლიდან 2014 წლამდე სილქ როუდ ჯგუფისა და BTA Bank ყაზახეთის ერთობლივ მფლობელობაში შედიოდა. 2014 წლის ნოემბერში სილქ როუდ ჯგუფი ბანკის ერთადერთი აქციონერი გახდა.
სილქ როუდ ბანკში მიმდინარე რესტრუქტურიზაციამ დადებითი შედეგი აჩვენა. ბანკი როგორც საცალო, აგრეთვე კორპორატიული დაკრედიტების მიმართულებით მუშაობს. საქართველოში ბანკს ოთხი ფილიალი აქვს. ორი მათგანი თბილისში მდებარეობს, დანარჩენი ორი კი შავი ზღვის საპორტო ქალაქებში – ბათუმსა და ფოთში.
სილქ როუდ ბანკი წლების განმავლობაში სტაბილურ ფინანსურ ინსტიტუტად დამკვიდრდა. მისი ხელშეწყობით ბოლო წლების მანძილზე არაერთი ცნობილი ქართული ბრენდი შეიქმნა, გაფართოვდა სხვადასხვა ადგილობრივი ბიზნესი. სილქ როუდ ბანკის მეშვეობით შესაძლებელი გახდა უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და საერთაშორისო პროექტების განხორციელება.