

20 ოქტომბერს სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი, გიორგი რამიშვილი, ამერიკული CNBC-ისმაღალრეიტინგული ღია ეთერის სტუმარი იყო, CNBC-ის მთავარი საერთაშორისო კორესპონდენტისდა გადაცემა „ფაუერ ლანჩის“ წამყვანის, მიშელ კარუზო-კაბრერას, მიწვევით. გადაცემის პროფილიაეკონომიკა, ბაზრები, პოლიტიკა, უძრავი ქონება, ტექნოლოგიები და ა.შ. „ფაუერ ლანჩი“ წარუდგენსმაყურებელს CNBC-ის ბიზნესის ახალი ამბების სრულ სპექტრს და მის სტუმრებს შორის არიანმსოფლიოს ბიზნესის და პოლიტიკის ლიდერები (www.cnbc.com/power-lunch-cnbc).
რამიშვილმა ინტერვიუში განაცხადა, რომ კომპანია ააშენებს ბათუმში ცათამბჯენს „სილქ თაუერის“ სახელწოდებით, იმ არქიტექტურული კონცეფციის მიხედვით, რომელიც დონალდ ტრამპთან დატრამპის ორგანიზაციასთან იყო შეთანხმებული. პროექტის ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარია.
პროექტის პარტნიორია საქართველოს თანაინვესტირების ფონდი, რომელთანაც გაფორმდასავალდებულო ძალის მქონე მემორანდუმი.
ტრამპის ორგანიზაციასთან სალიცენზიო ხელშეკრულების შეწყვეტა 2017 წლის დასაწყისში მხარეთაშორის შეთანხმებით მოხდა, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატებისპრეზიდენტად იქნა არჩეული.
„ეს იყო ახალი რეალობა. ბატონი ტრამპი პრეზიდენტი გახდა, ეს უკვე განსხვავებული სიტუაცია იყოდა ჩვენ ერთობლივად, ორივე მხარის კეთილი ნებით, შევთანხმდით ამ ხელშეკრულებისშეწყვეტაზე. მჯერა, რომ ეს არ იყო მხოლოდ ერთი შენობის თემა, ჩემთვის ეს იყო უფრო დიდიპასუხისმგებლობა, ამერიკის და საქართველოს ურთიერთობები, რაც, ბევრად უფრომნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე ერთი შენობა. ახლა დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომჩვენ ვხარჯავთ დაახლოებით 100 მილიონ აშშ დოლარს და ვაშენებთ ცათამბჯენს, სილქ თაუერისსახელწოდებით, ბატონი დონალდ ტრამპის და ჩემი ერთობლივი ხედვით, ზუსტად იმარქიტექტურული კონცეფციით, რომელიც დამტკიცებული იყო ბატონი ტრამპის და ტრამპისორგანიზაციის მიერ 2012 წელს მისი საქართველოში ვიზიტის დროს, და მე მჯერა, რომ ეს სუპერ-წარმატებული პროექტი იქნება“, განაცხადა გიორგი რამიშვილმა.