

“მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ევრონიუსმა და სილქნეტმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს “ევრონიუს საქართველოს” გაშვებასთან დაკავშირებით, ახალი ამბების არხი და ციფრული პლათფორმა განკუთვნილია ქართულად-მოსაუბრე მაყურებლისთვის.
სილქნეტისთვის ეს წარმოადგენს წინსვლის ბრწყინვალე ნაბიჯს, რაც ნიშნავს ისტორიულ პარტნიორობას ძალიან ცნობილ სახელთან დამოუკიდებელ ჟურნალისტიკაში. ეს იქნება მესამე ფრანშიზული პროექტი ევრონიუსისთვის სერბიისა და ალბანეთის შემდეგ. თითოეულ ქვეყანაში ევრონიუსი გვთავაზობს ადგილობრივ მაყურებელზე მორგებულ კონტენტს, ამავდროულად უზრუნველყოფს მიუკერძოებელი, სანდო და გლობალური ახალი ინფორმაციის ჩანაწერების აღრიცხვას.
სილქნეტი, როგორც წამყვანი სატელეკომუნიკაციო კომპანია საქართველოში არ წარმოადგენს ახალბედა ერთეულს ეროვნულ სატელევიზიო ბაზარზე. თუმცა ეს შეთანხმება არის უნიკალური, რაც უზრუნველყოფს საქართველოში ისეთი პირველი არხის შემოსვლას, რომელსაც ექნება როგორც გლობალური ისე ადგილობრივი არხის სტატუსი, ორიგინალური ქართული კონტენტი ევრონიუსის სარედაქტორო პოლიტიკასთან ერთად.
ეს შეთანხმება ხაზს უსვამს საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას ევროპაში და მსოფლიოსთვის. სილქ როუდ ჯგუფის საქმიანობის მთავარი მიზანი არის საქართველოს წარდგენა მსოფლიოსთვის, რის გამოც ვამაყობთ ევრონიუსთან დადებული ამ შეთანხმებით.
ახალი ამბების არხის დაარსება, დიდი ხანია წარმოადგენდა სილქნეტის ხანგრძლივი განვითარების სტრატეგიის ნაწილს და ევრონიუსთან გაფორმებული შეთანხმება არის ამ გეგმების საუკეთესო ნაწილის ხორცშესხმა. სილქნეტს გააჩნია ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობის გამოცდილება, როგორიცაა National Geographic და ეს ახალი პარტნიორობა წარმოადგენს კიდევ ერთ ბრწყინვალე პროექტს, ყველასათვის კარგად ცნობილი სახელით დასავლეთის მედიაში.
ეს ხელშეკრულება ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელობას ევროპაში და მსოფლიოსთვის და მოუთმენლად ველით ვიხილოთ ის განსაცვიფრებელი ისტორიები, რომლებიც გაჟღერდება მომავალში!”
გიორგი რამიშვილი