სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში და სოციალური მოლოდინების საპასუხოდ, სილქ როუდ ჯგუფი ორი ძირითადი მიმართულებით – კულტურის და სპროტის სფეროში მუშაობს. ჯგუფი აქტიურად მხარს უჭერს საქართველოს სათხილამურო ფედერაციის საქმიანობას. რაც შეეხება კულტურას, სილქ როუდ ჯგუფმა საკუთარ თავზე აიღო წინანდალში, კახეთის მევენახეობის ცენტრში მდებარე ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის და მის გარშემო არსებული ბოტანიკური ბაღის განვითარება. სილქ როუდ ჯგუფის ფინანსური ხელშეწყობით მოხდა მუზეუმის რეკონსტრუქცია და რესტავრაცია, რამაც შენობას და მის მიმდებარე ტერიტორიას ისტორიული ღირებულება დაუბრუნა. დღეს-დღეობით ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი ერთ-ერთ მთავარ კულტურულ ცენტრად და სხვადასხვა გამოფენების, კონცერტების, მასტერ კლასების და სხვა ღონისძიებების სასურველ სამასპინძლო სივრცედ განიხილება. გარდა ამისა, სილქ როუდ ჯგუფისვე ხელშეწყობით დაფუძნდა წინანდლის მეღვინეობის სკოლა, რომლის მიზანიც ახალგაზრდა თაობაში ცოდნის გაღრმავებაა.