ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოში ერთერთ უმსხვილეს და კარგად დამკვიდრებულ კომპანიას, რომელსაც დასაქმებული ჰყავს 5000 ადამიანზე მეტი და საქმიანობას ეწევა 4 ძირითად სექტორში: უძრავი ქონება, ტელეკომუნიკაციები, ენერგეტიკა და ტრანსპორტირება. სილქ როუდ ჯგუფი გახლავთ უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ საინვესტიციო ჯგუფი; ჩვენ დაინტერესებულები ვართ გამოვიყენოთ საქართველოს უნიკალური მდებარეობა აღმოსავლეთისა და დასავლეთის გასაყარზე, რათა შევქმნათ ქვეყნის თანამედროვე და კულტურის მხრივ წარმატებული ისტორია.
სილქ როუდ ჯგუფი წარმოადგენს მთავარ მამოძრავებელ ძალას, საქართველოს საინტერსო და აღიარებულ ტურისტულ მიმართულებად განვითარებაში. ჩვენი წარმომადგენლობითი საკუთრების საშუალებით, ვთამაშობთ წამყვან როლს ქვეყნის ტურიზმის სექტორში და ჩვენი ინტერესია შევქმნათ მსოფლიო კლასის ტურისტული მიმართულება. ჩვენს მფლობელობაშია მრავალი ჯილდოს-მფლობელი სასტუმრო, როგორიცაა Radisson Blu და Radisson Collection-ის სასტუმროები. ჩვენ, ასევე ვავითარებთ ჩვენს მთავარ, უძრავი ქონების პროექტს ქალაქ ბათუმში, ცნობილი, როგორც პროექტი „ბათუმი რივიერა“, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო გაზრდის ტურისტების რიცხვს და ხელს შეუწყობს ქალაქისა და რეგიონის მზარდ ეკონომიკურ განვითარებას.
სილქ როუდ ჯგუფის სატელეკომუნიკაციო ბიზნესი, სილქნეტი, გთავაზობთ ფიქსირებულ ტელეფონებს, ინტერნეტ სერვისსა და საკაბელო ტელევიზიას, ასევე ფიქსირებულ და მობილურ CDMA სერვისებს. 2018 წლის იანვარში სილქნეტმა შეისყიდა საქართველოს უდიდესი მობილური ქსელი ჯეოსელი, 2 მილიონი აბონენტით. ეს იყო საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი კორპორატიული შენაძენი, რითაც მან კიდევ უფრო გაამყარა სილქნეტის პოზიცია საქართველოში, როგორც წამყვანი სატელეკომუნიკაციო და მობილური კავშირების პროვაიდერი.
ენერგეტიკის სექტორში საქართველოს ენერგოსისტემისთვის ქვეყნის მაშტაბით აგებულია სილქ როუდის ჰიდროელექტროსადგურები, ამავდროულად ჩვენი სატრანსპორტო ბიზნესის ხაზი წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის გადაზიდვის სერვისს ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში, როგორც თხევადი, ისე მშრალი ტვირთისთვის.
უფრო მეტიც, ჩვენ გავაუმჯობესეთ ჩვენი ფინანსური მომსახურების ექსპერტიზის დონე სილქ როუდ ბანკის საშუალებით. ჩვენი მედია და საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილება აერთიანებს National Geographic-ის ქართულ ფრანშიზას, რომელიც გაეშვა 2012 წელს და „ქარვა“-ს, ინოვაციურ პროგრამულ უზრუნველყოფას სატელევიზიო ინდუსტრიაში.
რა თქმა უნდა, ჩვენი ვალდებულები საქართველოს მიმართ არ სრულდება ეკონომიკური კეთილდღეობით. პატივი მაქვს, გავუძღვე ჯგუფს, რომელიც მხარს უჭერს საქველმოქმედო, სპორტის ხელშეწყობის აქტივობებსა და კულტურულ ინიციატივებს, – მათ შორის, როგორიცაა, დაჭრილი სამხედრო მამაკაცებისა და ქალებისთვის დახმარების გაწევა, ჯგუფი, ასევე ეხმარება საქართველოს სათხილამურო ფედერაციას წარმატების მიღწევაში, ახალი საერთაშორისო დონის ტურისტული და კულტურული მიმართულებების შექმნაში, ასევე, ახალი შესაძლებლობების უზრუნველყოფაში ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის, რათა მათ მიეცეთ საშუალება გამოავლინონ თავიანთი ნიჭი წინანდლის ფესტივალზე.
საქართველო არის საერთაშორისოდ აღიარებული, როგორც საუკეთესო ადგილი ბიზნესის წარმოებისთვის და მსოფლიო ბანკის რეიტინგში არის მე-6 ადგილზე „ბიზნესის კეთების სიმარტივის მაჩვენებლით“. სილქ როუდ ჯგუფი მიზნად ისახავს კიდევ უფრო გააძლიეროს საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობა, დაახლოებით 1 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებით ქვეყანაში, ბოლო ათწლეულის მანძილზე.
ჩვენ მოუთმენლად ველით, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და ინვესტორების ჩართულობის გაგრძელებას, რამდენადაც ჩვენ ვქმნით მომსახურების ახალ, საუკეთესო კლასს, ჩვენი მომხმარებლებისთვის.
მადლობა,
გიორგი რამიშვილი
სილქ როუდ ჯგუფის თავმჯდომარე
ჩვენს შესახებ
სილქ როუდ ჯგუფი კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კერძო საინვესტიციო სექტორის წამყვან პოზიციებს იკავებს. სილქ როუდ ჯგუფი საქართველოს ეკონომიკის ისეთ სფეროებშია ჩართული, როგორიცაა ტრანსპორტი, ვაჭრობა, უძრავი ქონება, საცალო ვაჭრობა, ტელეკომუნიკაციები და საბანკო მომსახურება.სილქ როუდ ჯგუფი საქართველოში ადრეულ 1990-იანებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაფუძნდა. დაარსების დღიდან კომპანია ათწლეულების განმავლობაში მივიწყებული ტრადიციული სავაჭრო გზების განვითარებაზე ზრუნავს. საერთაშორისო დამკვეთების მოთხოვნებზე ფოკუსირებამ კომპანიას გლობალურ ორგანიზაციად ჩამოყალიბების საშუალება მისცა. სილქ როუდ ჯგუფს მომსახურების ცენტრები წარმოდგენილია აზიაში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.
კომპანიამ ბიზნეს საქმიანობა ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონში ფართომოხმარების საგნების ტრანსპორტირებით და ვაჭრობით დაიწყო და მშრალი და თხევადი ტვირთების სარკინიგზო გადაზიდვების ლიდერად ჩამოყალიბდა.
2004 წელს საქართველოში გატარებული სტრუქტურული და საგადასახადო რეფორმების შემდეგ, კომპანიამ ბიზნესის გაფართოება სხვადასხვა მიმართულებით დაიწყო. ამჟამად სილქ როუდ ჯგუფის ბიზნეს ინტერესების სფერო ინფრასტრუქტურულ, უძრავი ქონების, საბანკო, სავაჭრო, სატელეკომუნიკაციო და ენერგეტიკის სექტორებს მოიცავს.
ბოლო ათი წლის განმავლობაში სილქ როუდ ჯგუფმა პარტნიორებთან ერთად საქართველოს ეკონომიკაში 500 მილიონ აშშ დოლარის ინვესტიციის შემოდინებას შეუწყო ხელი.