

ამ კვირაში, სილქ როუდ ჯგუფის სახელით, თბილისში გაიმართება ღონისძიება Caucasus Build 2019, ჩვენ აღვწერთ მშენებლობის სექტორის ნათელ მომავალ საქართველოში და ასევე, წარმოვაჩენთ ჩვენს როლს მის კიდევ უფრო განვითარებაში. 2006 წლიდან სილქ როუდ ჯგუფის უძრავი ქონების სექტორი, ისეთ ბრენდებთან პარტნიორობით როგორიცაა – Radisson, წარმოადგენდა მაღალი ხარისხის საცხოვრებელი და კომერციული ნაგებობების განვითარების ინსტრუმენტს საქართველოში.
2014 და 2017 წლებში სამშენებლო სექტორი წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდ ნაწილს, რომელშიც ასევე დიდი წვლილი მიუძღოდა უცხოურ ინვესტირებას, ამ ყველაფერს კიდევ უფრო ხელს უწყობდა სწრაფად განვითარებადი ტურიზმი და ძველი საცხოვრებელი ბინების ჩანაცვლების საჭიროება. ამ პერიოდის შემდეგ, მშენებლობის სფერო გახდა სტაბილური და მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა, რისთვისაც მადლობას ვუხდით ადგილობრივ და უცხოელ მომხმარებელს, კერძოდ დედაქალაქსა და ზღვისპირა ქალაქ ბათუმში.
„შავი ზღვის მარგალიტი“ ბათუმში წარმოადგენს სილქ როუდ ჯგუფის პრესტიჟულ სამშენებლო პროექტს. მე-20 საუკუნის ადრეულ პერიოდში ძალიან ბევრი ევროპელი არქიტექტორი სტუმრობდა ქალაქს და აშენებდა ბათუმის ყველაზე განსხვავებულ შენობებს. ეს ინოვაციური ტენდენცია დღესაც გრძელდება, რადგან ბათუმის ბუნებრივი სილამაზე და ფერადი წარსული შთაგონებას უღვიძებს არქიტექტორებს. ჩვენი ტერიტორია „ბათუმის რივიერა“ მდებარეობს ზღვასა და ქალაქის ძველ ნაწილს შორის და გავრცელებულია ცხრა ჰექტარზე, ამ ადგილზე განსახორციელებელი პროექტი მოიცავს განახლებულ ნავმისადგომს, საცხოვრებელ კორპუსებს, მაღალი კლასის სასტუმროებს, თავშეყრის ადგილებს, კაზინოსა და იახტ კლუბს.
ღონისძიებაზე „Caucasus Build“ მოწვეულია სულ 4.000-ზე მეტი სტუმარი სამშენებლო ინდუსტრიიდან, რომლებიც იმსჯელებენ საერთო მიზნების – საქართველოში სამშენებლო და უძრავი ქონების მუდმივი ზრდისა და განვითარების შესახებ.