

23 აპრილს რადისონ ბლუ ივერიაში, წარმოდგენილი იქნება თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრები ფილიპ ჰოერლე-გუგენჰაიმის კოლექციიდან.
2014 წელს ნიუ იორკში დაარსებული ფილიპ ჰოერლე-გუგენჰაიმის მოდერნისტული და თანამედროვე ხელოვნების გალერეა წარმოაჩენს თამამ, მუშაობის პროცესზე ორიენტირებულ, დამწყები და უკვე შემდგარი მხატვრების ნამუშევრებს. ჰოერლე-გუგენჰაიმის მოწოდება საერთაშორისო პროგრამის განვითარებაა. მისი ამბიციური და მრავალფეროვანი გამოფენები ხაზს უსვამს ესთეტიკისა და კონცეპტუალურობის მნიშვნელობას.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრების და ფოტოგრაფების მასიმო აგოსტინელის, ვილიამს კორმონას, ფრანს კლაინზეკის, კონორ მაქქრიდის, ნუნსიო პაცის, ჟან მიგელ პალაციოს, აბდულა ქანდილის, ნელსონ საიერსის, მაიქლ ტურჩინის, დომინგო ზაპატას და მაქს ვიდემენისნამუშევარები. სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიით შესრულებული ეს ნამუშევრები ამშვენებს ნიუ-იორკის, ლონდონის, რომის, ციურიხის, სტამბულის, ტოკიოს, ჰონგ-კონგის და სხვა ქალაქების პრესტიჟულ საგამოფენო დარბაზებს. მათი შემოქმედების მიმართ კრისტის და სოთბის აუქციონები ავლენენ ინტერესს.
აღნიშნული მხატვრების და ფოტოგრაფების ნამუშევრების გამოფენა საქართველოში პირველად ეწყობა.
უახლოეს მომავალში იგეგმება ჰოერლე-გუგენჰაიმის თანამედროვე ხელოვნების გალერეის გახსნა თბილისში. ამ პროექტში ჰოერლე-გუგენჰაიმის პარტნიორი კომპანია „სილქ როუდ ჯგუფია“.