

ვარდების მოედანზე მაღალსართულიანი შენობის ფოტოებს, რაც ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა, არ აქვს კავშირი სილქ როუდ ჯგუფის მიერ მოედნზე დაგეგმილ განვითარებასთან.
ეს რენდერები არც წარმოადგენს დასრულებულ ესკიზს, არამედ, არის მხოლოდ და მხოლოდ არტისტული კონცეფციის ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც მუშაობის პროცესში წარმოადგინა კომპანია “Graft Architects” -მა.
მარალსართულიანი შენობის ვარდების მოედანზე მშენებლობა არასდროს არ შედიოდა სილქ როუდ ჯგუფის გეგმებში და ამდენად ეს ესკიზი ჩვენს მიერ არასდროს არ განიხილებოდა საბოლოო კონცეფციის ნაწილად.
პირიქით, ვარდების მოედნის ჩვენეული განვითარების კონცეფცია გულისხმობს ქალაქის ცენტრში კეთილმოწყობილი მოედანის შექმნას, სადაც რეკრეაციული ზონა განთავსდება, სადაც უფუნქციო სივრცის სანაცვლოდ საზოგადოებრივი მიზიდულობის სივრცე გაჩნდება, რომელიც თბილისის სტუმრებისთვის და თბილისელებისთვის თავშეყრის ადგილი იქნება.
ამიტომ, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ ხდება დაუსრულებელი ესკიზების ინტერნეტში გავრცელება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.