

სილქ როუდ ჯგუფი ეხმიანება 5 აგვისტოს ტვ პირველის და ფორმულას ეთერში გასულ ინფორმაციას სოფელ ბობოყვათში ჩვენი კომპანიის საკუთრებაში არსებული მიწების და მაცხოვრებლების მიერ გამოთქმული პრეტენზიების შესახებ.
კომპანია სილქ როუდ ჯგუფმა მრავალი წლის წინ კანონიერად შეიძინა საკუთრების უფლება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, შესაბამისად, კომპანიას აქვს თავის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის ყველა კანონიერი უფლება.
სოფელ ბობოყვათის მაცხოვრებლების – ან ნებისმიერი სხვა დაინტერესებული მხარის – პრეტენზიებს არ აქვს არანაირი სამართლებრივი საფუძველი და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
*ტელეკომპანიები ტვ პირველი და ფორმულა არ დაგვკავშირებიან რაიმე განმარტებებისთვის, რის გამოც საკითხის გაშუქებას აშკარად ცალმხრივი ხასიათი აქვს.