

ამ კვირაში კახეთში საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე, საქართველოს მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მქონდა მეც გამოვსულიყავი სილქ როუდ ჯგუფის სახელით. ეს ღონისძიება, რომელიც კახეთის რეგიონის უზარმაზარი საინვესტიციო პოტენციალის დემონსტრირებას ახდენს, გაიმართა სასტუმროში რადისონ ქოლექშნ წინანდალი. ფორუმის მონაწილეებს მიეცათ საშუალება სრულად მიეღოთ როგორც სასტუმროს, ისევე მთლიანად წინანდლის მამულების სტუმრის გამოცდილება.
სასტუმრო რადისონ ქოლექშენ წინანდალი, ისევე როგორც წინანდლის მამულები, წარმოადგენს სილქ როუდ ჯგუფის, საპარტნიორო ფონდის და თიბისი ბანკის თანამშრომლობის პროდუქტს, რომელიც ფორუმზე წარმოჩნდა, როგორც სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობის მშვენიერი მაგალითი.
კახეთში და საქართველოს სხვა რეგიონებში ტურისტული მიმზიდველობის ობიექტების შექმნა სილქ როუდ ჯგუფის უძრავი ქონების და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებისთვის სტრატეგიის ძირითადი ნაწილია. წინანდალი, თავისი მდიდარი ისტორიით, გვევლინება კულტურული მემკვიდრეობის და მაღალი კლასის სასტუმრო ინფრასტრუქტურის შესანიშნავ კომბინაციად. მისი პოპულარობა დღითიდღე იზრდება და წინანდლის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც წელს პირველად ჩატარდება, უფრო მეტ პოპულარობას მოუტანს ამ ადგილს. სილქ როუდ ჯგუფი ამაყობს იმით, რომ ვართ კახეთის აღორძინების მონაწილენი და იმედიანად შევცქერით ამ რეგიონის მომავალს.
დევიდ ბორგერი