

დევიდ ბორგერი
მობილური ინტერნეტის ხარისხი და სისწრაფე, სადღეისოდ, წარმოადგენს უმთავრეს პრიორიტეტს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, ევროპასა თუ აზიაში და მათ ფარგლებს გარეთაც. ამიტომ, განსაკუთრებით საინტერესოა, რომ გუშინ სილქნეტმა განაცხადა Ericsson-თან ახალი პარტნიორობის შესახებ ქვეყანაში პირველი Gigabit LTE მომსახურების გაშვების მიზნით. თუ ადრე მომხმარებლის მოთხოვნა შემოიფარგლებოდა ზარების და ტექსტური შეტყობინებების სერვისით, დღეს მთავარი მოთხოვნის საგანი მობილური ინტერნეტია. მობილური ტელეფონის გამოყენების ჩვევები ფუნდამენტურად შეიცვალა და დღეს მომხმარებელი უმთავრესად იყენებს ინტერნეტზე დაფუძნებულ აპლიკაციებს, როგორიცააWhatsApp, Instagram, Facebook, Netflix და Youtube. ამდენად, ეს მაღალრესურსიანი მონაცემთა გადაცემაზე ორიენტირებული აპლიკაციები მართავენ სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის როგორც აწმყოს, ასევე მომავალს.
ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, ჩვენთანაც მობილური ოპერატორების სატელეკომინიკაციო ბაზარზე გამოჩენისთანავე, მათი როლი იმთავითვე უზომოდ დიდი და ხილული გახდა. სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ დრესმოილური ოპერატორებისთვის მთავარი გამოწვევა განსხვავებული მომსახურების შეთავაზებაშია და ამაში მთავარი როლი მობილურ ინტერნეტს და მასზე დაფუძნებულ სერვისებს უჭირავს. ამდენად, როდესაც სილქნეტმა გასულ წელს ჯეოსელი შეიძინა, ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ საბოლოო ჯამში მომხმარებლის მთავარი სურვილია მიიღოს ხარისხიანი ინტერნეტი. თავიდან, როდესაც სილქ როუდ ჯგუფმა სილქნეტი შეიძინა, დავიწყეთ ხმოვანი და ტექსტური მომსახურებით, მაგრამ 2010 წლიდან წარმოვადგინეთ „ოთხმაგი“ შეთავაზების პაკეტი, რომელიც მოიცავდა ხმოვან კავშირს, ტელევიზიას, ინტერნეტს და მობილურ კავშირს ფიქსირებული და ოპტიკურ-ბოჭკოვანი მზარდი ქსელის საშუალებით. ახლა, როდესაც ეს სერვისები მიეწოდება Gigabit LTE-ს საშუელებით,, მომხმარებლები მიიღებენ გაცილებითუფრო მაღალ სიჩქარეს, ვიდრე ოდესმე.
გუშინდელი განცხადება ნიშნავს, რომ სილქნეტი სატელეკომუნიკაციო ბაზრის ავანგარდშია და მობილური ინტერნეტის უპრეცედენტოდ მაღალ სიჩქარეს სთავაზობს ქართველ მომხმარებელს. ეს ახალი ქსელი, რომელიც თავდაპირველად ქალაქის ცენტრში, თბილისის ყველაზე დატვირთულ ადგილებში იმოქმედებს, მომხმარებელს მისცემს უფრო სწრაფ და უწყვეტ წვდომას მათ საყვარელ აპლიკაციებზე, პროგრამებსა და საკომუნიკაციო სერვისებზე. ამგვარი ინიციატივები ხელს შეუწყობს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდას და ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაუმჯობესებას.