როდესაც ვაჭრები მოგზაურობდნენ უძველეს აბრეშუმის გზაზე, ისინი მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოს პირველ კომერციულ ძალისხმევაში ერთმანეთთან დაეკავშირებინათ აღმოსავლეთი და დასავლეთი. მანამდე, ვაჭრობა შემოსაზღვრული იყო ადგილობრივი რეგიონებით. ფაქტობრივად, ჩინელი და რომაელი იმპერატორები მართავდნენ იმ დროისათვის ცნობილ თითქმის მთელ მსოფლიოს, თუმცა ცოტა რამ იცოდნენ ერთმანეთის შესახებ. აბრეშუმის გზამ სრულიად შეცვალა ეს ყოველივე, ადამიანებს გააცნო ახალი საქონელი, საკვები და კულტურა. ჩემი ქართველი ერი ამ ქსელის შუაგულში იყო და კვლავაც არის, როგორც დამაკავშირებელი კვანძი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.
კავკასიის მთებში მდებარე საქართველომ ისტორიულად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კაცობრიობის ისტორიაში, და მეცნიერები ევროპის უძველეს წინაპართ სწორედ ამ ქვეყანას უკავშირებენ. ათასეული წლების მანძილზე, იგი იყო საკვანძო დამაკავშირებელი შორეული აღმოსავლეთისა და ევროპისათვის, საშუალებას აძლევდა ამ სხვადასხვა, უძველესი სამყაროს საზოგადოებებს ჩართულნი ყოფილიყვნენ ერთმანეთის კულტურაში. ამ ისტორიის გათვალისწინებით, იყოს დამაკავშირებელი რგოლი, გახლავთ საქართველოს დნმ-ში.
ცივი ომის დასრულების შემდეგ და ტელეკომუნიკაციის ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, აღმოსავლეთი და დასავლეთი არასოდეს ყოფილა დაახლოებული. ამერიკული საქონელი იყიდება ჩინეთის ქუჩებში, ჩინეთის ბანკები ინვესტიციას დებენ ევროპულ პროექტებში და ვაჭრობის დონე მსოფლიოს ორ ნახევარსფეროს შორის არასოდეს ყოფილა მაღალ დონეზე. ამან წარმოშვა ბევრი შესანიშნავი კომერციული შესაძლებლობა ორ ქვეყანას შორის არსებული „კარიბჭე“ ერებისათვის და გვევლინება საკვანძო ნაწილად თანამედროვე საქართველოს ეკონომიკური წარმატების ისტორიაში.
საქართველოს მნიშვნელოვნად მომგებიანი მდებარეობა აქვს მსოფლიოში. სარგებლობს რა ღრმა სავაჭრო კავშირებით, როგორც ევროპასთან ასევე შორეულ აღმოსავლეთთან, ამასთანავე, ევროპის კავშირთან აღირიცხება საქართველოს ვაჭრობის 29% და ქვეყნის ექსპორტის 10% მიმართულია ჩინეთისაკენ. სანაცვლოდ, თანამედროვე სტატისტიკა გვამცნობს, რომ ჩინეთის ინვესტიცია კავკასიაში გაიზარდა 14%-ით, მაშინ როდესაც ევროკავშირის პირდაპირი უცხოური ინვისტიცია წელიწადში დაახლოებით 2 მილიარდი € ღირებულებისაა.
უკანასკნელ წლებში საქართველომ წარმატებით განავითარა მყარი ურთიერთობები დასავლეთთან. საქართველომ, როგორც ევროკავშირის ასოცირებულმა წევრმა, განვითარება დაიწყო ხუთი წლის წინ, რომელიც აღნიშნულია, როგორც ახალი თავი მსოფლიოში საქართველოს ადგილისათვის. ევროკავშირის შეთანხმება, სავარაუდოდ არის საქართველოს ყველაზე ძლიერი დადასტურება, როგორც ჭეშმარიტად გლობალური ერისა, რომელიც აერთიანებს ხალხს, კომპანიებსა და კულტურებს ევროპის მასშტაბით.
შედეგად, საქართველოში ბიზნესი მოედინება გაცილებით დიდი ოდენობით ვიდრე აქამდე ოდესმე ყოფილა. 2018 წლის ბოლო კვარტალში, ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიცია გაიზარდა დაახლოებით $200 მილიონით, რაც დიდი თანხაა იმ ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით ოთხ მილიონს. ჩვენთვის, ვინც ინვესტიცია ჩავდეთ საქართველოს ეკონომიკურ მომავალში, ეს არ არის დიდი მოულოდნელობა, მაშინ როდესაც ქვეყანამ დაიკავა მეექვსე ადგილი მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის მაჩვენებელში“ 2019 წელს.
უკანასკნელ წლებში საქართველოს ეკონომიკა ერთ-ერთი საუკეთესოა. მშპ გაიზარდა საშუალოდ წლიური 4.5%-ით უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე; გასულ წელს იგი შეადგენდა 5%-ს, ხოლო ორი წლის წლის 5.5%. საერთაშორისო სავალუტო ფონდი მოელის დაახლოებით 5% გაფართოებას 2019 წელს. ეს საქართველოს აყენებს მნიშვნელოვნად მაღლა დსთ-ს სხვა ქვეყნებთან, ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოსთან და ზოგადად, სრულიად მსოფლიოს განვითარებულ ეკონომიკასთან მიმართებაში.
შეთანხმებულმა ძალისხმევამ, გაზრდილიყო კერძო სექტორი, გაუმჯობესებულიყო ინფრასტრუქტურა და დამყარებულიყო მეგობრული ურთიერთობები მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოს პოზიცია დააყენა, როგორც საკვანძო დამაკავშირებელი თანამედროვე აბრეშუმის გზაზე. უახლოეს წლებში ისეთი არასტაბილური ქვეყნისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, ეს გახლავთ უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომელიც აისახება სამეწამეო შემართებაზე, რამაც საშუალება მისცა უძველეს აბრეშუმის გზას დაემკვიდრებინა პირველი ადგილი.
საქართველო ასევე გახლავთ ლოგისტიკისა და ტრანზიტის მნიშვნელოვანი ქსელი რეგიონისთვის. უკვე, ქვეყანაში ტვირთის დაახლოებით ორი მესამედი არის ტრანზიტი, ხოლო ლოგისტიკა შეადგენს მშპ-ს 10%-ს, ხელს უწყობს ათასობით სამუშაო ადგილსა და ბიზნესს. ეს გახლდათ მრეწველობა, რამაც ჩემ ქვეყანაში მოიყვანა „სილქ როუდ ჯგუფი“, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი გახდა.
ჭეშმარიტად, დაკავშირებადობა გახლდათ ის ძირითადი რასაც, ჩვენ, როგორც კომპანია ვაკეთებთ. ვიყენებთ რა ჩვენს პოზიციას, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი კერძო ბიზნესი, ჩვენ ყოველთვის მიზანმიმართულნი ვიყავით, რათა გაგვეუმჯობესებინა ტრანსპორტირება, ტელეკომუნიკაცია და ენერგო ინფრასტრუქტურა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისათვის.
თანამედროვე აბრეშუმის გზა ხელს უწყობს კაპიტალის, საქონლის, მომსახურების, იდეებისა და კულტურის თავისუფალ დინებას უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით. დარწმუნებული ვარ, რომ ვაჭრობისა და კომერციის ოქროს ხანა უკვე მკვიდრდება. თანამედროვე აბრეშუმის გზა საშუალებას მისცემს საქართველოს, რომელიც საკუთარ თავში მოიცავს ევროპისა და აზიის სხვადასხვა კულტურას, განაგრძოს აყვავება.