

ბობოყვათში გამართულ აქციასთან დაკავშირებით გვსურს შეგახსენოთ: მოქალაქეთა ეს ჯგუფი უკვე მერამდენედ მართავს პროვოკაციულ აქციებს და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. არაერთხელ განვმარტეთ, რომ კომპანია სილქ როუდ ჯგუფის მიერ ბობოყვათში სახელმწიფოსგან მიწების შეძენა მოხდა ყველა კანონის დაცვით. მიგვაჩნია, რომ ზოგიერთი მედია საშუალება, ამ შემთხვევაში ტვ პირველი, თემის გაშუქებისას არღვევს ჟურნალისტიკის სტანდარტებს, რადგან არ წარმოაჩენს სილქ როუდ ჯგუფის პოზიციას, რომელიც საჯაროდ არის ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის.
2024 წლის განცხადება: : http://silkroadgroup.net/srg-statement/