test
სიახლე
775a60bb_164b_4ac5_a138_588bd4eea63f._b36d6dc1

XIX საუკუნის ფრანგული გრავიურების გამოფენა წინანდალში

ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში საგამოფენო საგაზაფხულო სეზონი გაიხსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილი გრავიურები, XIX საუკუნის ბოტანიკური ენციკლოპედიაშია დართული, როგორც საილუსტრაციო მასალა. უნიკალური გრავიურები ეკუთვნის ფრანგ მხატვარს ავგუსტ ფაგეტს,  (Auguste Faguet) რომელიც ბოტანიკური ნატურალისტური გრავიურებით იყო ცნობილი. ის არაერთი მნიშვნელოვანი გამოცემის ილუსტრატორია.

როგორც ცნობილია, ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახი, გატაცებული იყო მებაღეობით და აღნიშნულ საქმიანობას დიდ ყურადღებას აქცევდა. წინანდლის ბაღი ევროპულ ყაიდაზე დაპროექტებული პირველი ბაღი იყო ამიერკავკასიაში. 1886-87 წლებში წინანდლის ბაღისთვის სპეციალურად მოწვეულ იქნა იმ პერიოდში საკმაოდ ცნობილი ლანდშაფტის არქიტექტორი, არნოლდ რეგელი. ბაღში მრავალი ადგილობრივი თუ ეგზოტიკური ჯიშის მცენარე იყო გაშენებული. ჭავჭავაძეების  ბიბლიოთეკა სავსე იყო ბოტანიკური ლიტერატურით, რომელიც სამწუხაროდ ხანძრის შედეგად  განადგურდა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 30 ნამუშევარი, რომელთაც მაღალმხატვრული ღირებულება გააჩნიათ.

XIX საუკუნის ბოლოს, პარიზში გამოცემული ბოტანიკური ენციკლოპედია, სმითსონის ინსტიტუტის საჩუქარია, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც რარიტეტული გამოცემა. ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი და უნიკალური ბოტანიკური ბაღი სმითსონის ინსტიტუტის პატრონაჟის ქვეშ 2006 წლიდან იმყოფება.  http://achp.si.edu/chavchavadze/tsintoday.html

აუგუსტ ფაგეტის ნამუშევრების გაცნობის საშუალება წინანდალში ჩასულ სტუმრებს ზაფხულამდე ექნებათ.