საჯარო ინფორმაცია
11224136_1018274198195638_1160939327792255663_o

წინანდლის მუზეუმი თანამედროვე ფრანგი მხატვრების ნამუშევრებს უმასპინძლებს

წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი 19 სექტემბერს იხსნება. 24 სექტემბრამდე დამთვალიერებელს თანამედროვე ფრანგი მხატვრების, ფრანსუა-მარი ანტონიოზისა და მინოს ნამუშევრების გაცნობის საშუალება ექნება. გამოფენის ორგანიზატორები არიან სილქ როუდ ჯგუფი, კომპანია სილქნეტი და საფრანგეთის საელჩო საქართველოში.

Francois-Marie--1024x683

წინანდლის სასახლე მუდამ მასპინძლობდა ფრანგულ კულტურას. მის სტუმრებს შორის იყვნენ ისეთი გამოჩენილი ფრანგი მოღვაწეები, როგორებიც არიან შევალიე გამბა, ალექსანდრე დიუმა და სხვები. ორი ფრანგი მხატვრის ნამუშევრების მასპინძლობა ამ ტრადიციის ერთგვარი გაგრძელებაა.

ფრანსუა-მარი ანტონიოზი 1949 წელს, პარიზში, ცნობილ ფრანგულ ოჯახში დაიბადა. ბავშვობის ასაკში ხშირად ხვდებოდა ცნობილ მხატვრებსა და მწერლებს. სორბონას უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, რომის კაზა ველასკესის და საფრანგეთის აკადემიის კონკურსების ლაურეატი გახდა. მის შემოქმედბაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა კუბისტმა მხატვარმა ჰენრი ბოდენმა.

მინოს შემოქმედება მხატვრობისა და არქიტექტურის შერწყმაა. მისი ნამუშევრები პარიზში კულტურის სამინისტროში და ლიტერატურის ეროვნულ ცენტრშია წარმოდგენილი.

ფრანსუა-მარი ანტონიოზი და მინო თავისი შემოქმედებით, ფრანგულ კულტურაში საინტერესო ნიშას ქმნიან. წინანდლის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იქნება როგორც ფერწერული ტილოები, ასევე მცირე ზომის ქანდაკებები და რელიეფები.

წყარო: Caucasian Business Week