Uncategorized @ge
SRG-chapman

სილქ როუდ ჯგუფი ჩეპმენ ტეილორთან თანამშროლობას იწყებს

“სილქ როუდ ჯგუფმა” არქიტექტურული დიზაინის და გეგმარების წამყვან კომპანიასთან  „ჩეპმენ ტეილორთან“ მოლაპარაკებები დაასრულა. (https://www.chapmantaylor.com)

შეთანხმების საფუძველზე სწორედ „ჩეპმენ ტეილორი“ იმუშავებს როგორც „სილქ თაუერის“, ასევე მთლიანად „ბათუმი რივიერას“ პროექტის არქიტექტურულ დიზაინსა და გეგმარებაზე. მთავარი აქცენტი მთელი პროექტის მასშტაბით გამწვანებაზე გაკეთდება.

6 ჰექტრის ფართობის ტერიტორიაზე „სილქ თაუერი“ და პროექტის განვითარების შემდგომ ეტაპებზე დაგეგმილი შენობა-ნაგებობები განთავსდება.

პროექტი მოიცავს  იახტ კლუბს და დამატებით 2 ჰექტრის ფართობის პარკს.

პარკი რჩება სახელმწიფო საკუთრებაში, იგი ბათუმის ბულვარის განუყოფელი ნაწილი და სალანდშაფტო-სარეკრეაციო ზონა იქნება, აჭარის მთავრობასთან მიღწეული შეთანხმებით ტერიტორიას მიენიჭება ძეგლის სტატუსი, რაც ნიშნავს იმას, რომ პარკის ტერიტორიაზე არანაირი შენობა არ აშენდება.

პარკი ერთიანი ლადშაპტური კონცეფციის ნაწილი იქნება და მის გეგმარებაზე „ჩეპმენ ტეილორი“ იმუშავებს. საბოლოო ვარიანტი შეთანხმდება აჭარის მთავრობასთან. და მის სამომავლო მოვლა-განვითარებაზე „სილქ როუდ ჯგუფი“ იზრუნებს.

პროექტში „სილქ როუდ ჯგუფთან“ ერთად “საქართველოს თანაინვესტირების ფონდი” მონაწილეობს. პროექტის პირველი ფაზის ინვესტიციის მოცულობა 65 მილიონი აშშ დოლარია.

პროექტის კიდევ ერთი პარტნიორია – კომპანია „ბათუმის იახტ კლუბი“, რომელიც “სილქ როუდ ჯგუფთან” ერთად ახორციელებს ინვესტიციას და იახტ კლუბის მართვის ვალდებულებას მინიმუმ 20 წლის ვადით კისრულობს. საწყის ეტაპზე იახტ კლუბში 3 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, რომელსაც „ბათუმის იახტ კლუბი“ და სილქ როუდ ჯგუფი“ თანაბრად განახორციელებენ.

პროექტის პირველი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართება აგვისტოში. აგვისტოშივე დაიწყება მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები და 2019 წლიდან მშენებლობის აქტიური ფაზა.