SRG-logo
სილქ როუდ ჯგუფი კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კერძო საინვესტიციო სექტორის წამყვან პოზიციებს იკავებს. სილქ როუდ ჯგუფი საქართველოს ეკონომიკის ისეთ სფეროებშია ჩართული, როგორიცაა ტრანსპორტი, ვაჭრობა, უძრავი ქონება, საცალო ვაჭრობა, ტელეკომუნიკაციები და საბანკო მომსახურება.სილქ როუდ ჯგუფი საქართველოში ადრეულ 1990-იანებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაფუძნდა. დაარსების დღიდან კომპანია ათწლეულების განმავლობაში მივიწყებული ტრადიციული სავაჭრო გზების განვითარებაზე ზრუნავს. საერთაშორისო დამკვეთების მოთხოვნებზე ფოკუსირებამ კომპანიას გლობალურ ორგანიზაციად ჩამოყალიბების საშუალება მისცა. სილქ როუდ ჯგუფს მომსახურების ცენტრები წარმოდგენილია აზიაში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

კომპანიამ ბიზნეს საქმიანობა ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონში ფართომოხმარების საგნების ტრანსპორტირებით და ვაჭრობით დაიწყო და მშრალი და თხევადი ტვირთების სარკინიგზო გადაზიდვების ლიდერად ჩამოყალიბდა.

2004 წელს საქართველოში გატარებული სტრუქტურული და საგადასახადო რეფორმების შემდეგ, კომპანიამ ბიზნესის გაფართოება სხვადასხვა მიმართულებით დაიწყო. ამჟამად სილქ როუდ ჯგუფის ბიზნეს ინტერესების სფერო ინფრასტრუქტურულ, უძრავი ქონების, საბანკო, სავაჭრო, სატელეკომუნიკაციო და ენერგეტიკის სექტორებს მოიცავს.

ბოლო ათი წლის განმავლობაში სილქ როუდ ჯგუფმა პარტნიორებთან ერთად საქართველოს ეკონომიკაში 500 მილიონ აშშ დოლარის ინვესტიციის შემოდინებას შეუწყო ხელი.