პრეს რელიზები
silknet-ittel-turkcell

საქართველოს მთავარ ინტერნეტ პროვაიდერის სილქნეტის, თურქეთის წამყვანი ოპერატორის Turkcell Superonline-ის და გლობალური სერვის პროვაიდერის TI Sparkle-ის თანამშრომლობით ახალი დაერთების წერტილი (PoP) შეიქმნა

Sparkle-telecom italia

Telecom Italia Sparkle კავკასიის რეგიონში Seabone მაგისტრალს აფართოებს და თბილისში ინტერნეტის რეგიონალური დაერთების წერტილს (PoP) ქმნის.

ახალი დაერთების წერტილი (PoP) საქართველოს ლიდერ პროვაიდერ სილქნეტთან და თურქეთის უმსხვილეს ოპერატორ Turkcell Superonline-თან პარტნიორობის ფარგლებში იქმნება.

თბილისი, 17 ნოემბერი, 2015

Telecom Italia Group-oს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო მიმართულება, Telecom Italia Sparkle, თბილისში ფართოზოლოვანი ინტერნეტის რეგიონალური დაერთების წერტილის, ე.წ. PoP-ის შექმნას გეგმავს. გლობალური სატელეკომუნიკაციო ბაზრისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ეს გადაწყვეტილება თანხვედრაშია რეგიონალური ლიდერის, სილქნეტის, სტრატეგიულ გეგმებთან – გაზარდოს ხელმისაწვდომობა ფართოზოლოვან ინტერნეტზე საქართველოს და მთელი რეგიონის მასშტაბით.

სილქნეტის ინფრასტრუქტურაზე აგებული ნეიტრალური დაერთების წერტილი (PoP) რეგიონის პირველი Tier 1-ის დაერთების წერტილი იქნება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს კავკასიის რეგიონის გაზრდილ მოთხოვნას, მიიღოს უმსხვილესი ინტერნეტ პროვაიდერის IP ტრანზიტი Telecom Italia Sparkle-ის  Seabone ინფრასტრუქტურის გავლით.

რეგიონალური დაერთების წერტილი (PoP) Telecom Italia Sparkle-ის, საქართველოს წამყვანი ინტერნეტ პროვაიდერის, სილქნეტის და თურქეთის უმსხვილესი ტელეკომ ოპერატორის, Turkcell Superonline-ის სტრატეგიული თანამშრობლობის შედეგია. სილქნეტის და Turkcell Superonline-ის მხარდაჭერით, გლობალურ ინტერნეტთან დაერთება მოხდება Telecom Italia Sparkle-ის Seabone ინფრასტრუქტურის სრულად რეზერვირებული, დივერსიფიცირებული არხებით, ფრანკფურტისა და სტამბულის HUB-ებში. პროექტი თბილისს რეგიონალურ სატელეკომუნიკაციო ცენტრად აქცევს.

თბილისის PoP-ის საშუალებით, Telecom Italia Sparkle რეგიონის ძირითადი ინტერნეტ პროვაიდერების, ასევე ფიქსირებული და მობილური ოპერატორების და სატელევიზიო კონტენტის მომწოდებლების მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

პროექტის ფარგლებში, Telecom Italia Sparkle-ის ოპერირება აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით კიდევ უფრო გაიზრდება, რაც კომპანიის გლობალური ინტერნეტის სატრანზიტო არხის, Seabone-ის ხარისხის გათვალისწინებით, რეგიონში ინტერნეტის ხარისხსაც გააუმჯობესებს.

Telecom Italia Sparkle-ის უმსხვილესი საერთაშორისო IP სატრანზიტო მაგისტრალი – Seabone, ევროპის, ლათინური ამერიკის და შუა აღმოსავლეთის სატელეკომუნიკაციო ქსელების ლიდერია. გლობალური მოთამაშის სტატუსის გამყარებასთან ერთად, Seabone-ის პრიორიტეტს ამ ეტაპზე ასევე წარმოადგენს რეგიონალური მიმართულებები აზიის და აფრიკის ჩათვლით, სადაც კომპანიამ უკვე დაიმკვიდრა ლიდერის პოზიცია.

Telecom Italia Sparkle-ის შესახებ

Telecom Italia Sparkle, რომლის მიზანი იტალიის სატელეკომუნიკაციო კომპანიის საერთაშორისო მიმართულების კონსოლიდაცია და განვითარებაა, Telecom Italia Group-ის (NYSE:TI) შემადგენლობაში შედის. როგორც 570 000 კილომეტრი ბოჭკოვანი მაგისტრალის მფლობელი გლობალური მომწოდებელი, Telecom Italia Sparkle საერთაშორისო ბაზარზე სატელეკომუნიკაციო სერვისების სრული სპექტრით არის წარმოდგენილი ფიქსირებული და მობილური სერვისების, ასევე კონტენტის მომწოდებლებისთვის IP, Data, Cloud, Data Center და მობილური სატელეკომუნიკაციო სერვისების ჩათვლით.

სილქნეტის შესახებ

საქართველოს  სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიდერი კომპანია სილქნეტი მომხმარებელს კომერციული, საბითუმო და საცალო სატელეკომუნიკაციო პროდუქტების ფართო არჩევანს სთავაზობს, მათ შორის ფიქსირებულ ინტერნეტს, სატელევიზიო კონტენტსა და სატელეფონო სერვისებს.

8,000 კილომეტრიანი ბოჭკოვანი ქსელის მეშვეობით, სილქნეტი უდიდესი სტრატეგიული პარტნიორია რეგიონის ყველა ადგილობრივი, რეგიონული თუ გლობალური მოთამაშისთვის. მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და აქცენტი ხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებაზე სილქნეტს შესაძლებლობას აძლევს, შეინარჩუნოს ნდობა და მოწინავე პოზიცია რეგიონის სატელეკომუნიკაციო ბაზარზე.

Turkcell-ის შესახებ

Turkcell  სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების მომწოდებელი კომპანიაა, რომელიც 2015 წლის სექტემბრიდან დღემდე  9 ქვეყანაში 68.1 მილიონ მობილურ, ხოლო თურქეთში 1.4 მილიონ ფიქსირებულ მოხმარებელს ემსახურება. Turkcell  გლობალურ ოპერატორებს შორის ერთერთი პირველი იყო, ვინც სწრაფ ინტერნეტზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, არსებული 3G ქსელის გაძლიერება HSPA+ ტექნოლოგიის დანერგვით შეძლო. 3C-HSDPA  და DC-HSUPA სისტემების ინტეგრაცით, თურქსელი პირველი მობილური ოპერატორია, რომელმაც 3G ინფრასტრუქტურაზე ჩამოტვირთის სიჩქარე 63.3 მბ/წმ-მდე, ხოლო ატვირთვის – 11.5 მბ/წმ-მდე გაზარდა. მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი 34500 კილომეტრიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით, Turkcell შესაძლებელს ხდის „აბრეშუმის გზის ბოჭკოვანი გზით ჩანაცვლებას“. კომპანია პირველი ოპერატორია, რომელიც თურქეთის მოსახლეობას 1000მბ/წმ-მდე სიჩქარის ოპტიკურ ინტერნეტს აწვდის. 2015 წლის მონაცემებით თურქსელის 2G ინფრასტრუქტურა 99.81%-ით, ხოლო 3G – 94.14%-ით არის ათვისებული. ჯგუფის შემოსავლებმა 2015 წლის სექტემბრისთვის 3.4 მილიარდი თურქული ლირა (1.2 მილიარდი აშშ დოლარი), ხოლო მთლიანმა აქტივებმა 20.6 მილიარდი თურქული ლირა (6.8 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგინა.  2000 წლის ივლისიდან Turkcell ნიუიორკის საფონდო ბირჯაზე (NYSE) და  BIST-ზე არის რეგისტრირებული. ის ასეთი რეგისტრაციის მფლობელი ერთადერთი თურქული კომპანიაა.

საკონტაქტო ინფორმაცია:

Filippo Sanpaolesi

TI Sparkle Communication

+390652745037

tisparkle.communication@telecomitalia.it

სოფიო ჭაავა

სილქნეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

+995577042288

schaava@silknet.com