პრეს რელიზები
25564726_10212454467971295_2085449271_n

გიორგი რამიშვილის პრესს-სამსახურის განცხადება მედიაში ერთ-ერთი “პოლიტიკოსის” მიერ გაკეთებული პროვოკაციული და ცილისმწამებლური განცხადების საპასუხოდ:

გიორგი რამიშვილის “პრესს-სამსახურის” განცხადება მედიაში ერთ-ერთი პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული პროვოკაციული და ცილისმწამებლური განცხადების საპასუხოდ:

გიორგი რამიშვილს 13 იანვარს მომხდარ ინციდენტთან არანაირი შემხებლობა არ აქვს, ისევე როგორც არ აქვს არანაირი ნათესაური კავშირი თამაზ ქვლივიძესთან. თამაზ ქვლივიძის მამიდა არის ჩვენი ერთ-ერთი რიგითი თანამშრომელი (ვიცნობთ მას ძალიან დადებით პიროვნებად).  თუმცა, ეს არ შეიძლება გახდეს სიცრუის ტირაჟირების და უპასუხისმგებლო განცხადებების გავრცელების მიზეზი.

ვემიჯნებით და ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას. ამასთან, ყველა ღონეს ვიხმართ, რომ გავარკვიოთ, რას ემსახურება ეს მიზანმიმართულად გავრცელებული დეზინფორმაცია.