სიახლე

გიორგი რამიშვილიმა CNBC-ის ეთერში ბათუმის “სილქ თაუერის” პროექტი დააანოსა

20 ოქტომბერს სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი, გიორგი რამიშვილი, ამერიკული CNBC-ისმაღალრეიტინგული ღია ეთერის სტუმარი იყო, CNBC-ის მთავარი საერთაშორისო კორესპონდენტისდა გადაცემა „ფაუერ ლანჩის“ წამყვანის, მიშელ კარუზო-კაბრერას, მიწვევით. გადაცემის პროფილიაეკონომიკა, ბაზრები, პოლიტიკა, უძრავი ქონება, ტექნოლოგიები და ა.შ. „ფაუერ ლანჩი“ წარუდგენსმაყურებელს CNBC-ის ბიზნესის ახალი ამბების სრულ სპექტრს და მის სტუმრებს შორის არიანმსოფლიოს ბიზნესის და პოლიტიკის ლიდერები (www.cnbc.com/power-lunch-cnbc). რამიშვილმა ინტერვიუში წაიკითხეთ სრულად



სილქ როუდ ჯგუფი განცხადებას ავრცელებს

სხვადასხვა მედია საშუალებები, რომელიც აქტიურად არიან ჩართული ამერიკის შეერთბეული შტატების პრეზიდნეტის, დონალდ ტრამპის, წინააღმდეგ მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანიაში,  პერიოდულად ცდილობენ “სილქ როუდ ჯგუფი” და მისი ხელმძღვანელობა  ამ კამპანიის ნაწილად აქციონ და ჩრდილი მიაყენონ როგროც კომპანიის იმიჯს, ასევე უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს. თავისი მიზნების მისაღწევად მათი ჟურნალისტები ხშირად არა მხოლოდ არღვევენ ჟურნალისტურ ეთიკას, არამედ მიმართავენ ფაქტების დამახინჯებას და წაიკითხეთ სრულად



ტრამპის ორგანიზაციის და სილქ როუდ ჯგუფის ერთობლივი განცხადება

ტრამპის ორგანიზაცია და სილქ როუდ ჯგუფი ერთობლივად აცხადებენ, რომ ოფიციალურად წყვეტენ ქ. ბათუმში ტრამპ თაუერის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტს, რომელიც ხორციელდებოდა 2011 წლის მარტში გაფორმებული სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან ტრამპის ორგანიზაცია ადასტურებს თავის ღრმა პატივისცემას სილქ როუდ ჯგუფის და საქართველოს მიმართ. სილქ როუდ ჯგუფი, თავის მხრივ, მადლობელია ტრამპის ორგანიზაციის იმ დროისთვის და ყურადღებისთვის, რომელიც მათ წაიკითხეთ სრულად



ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში სალონური საღამოების ტრადიცია აღდგა

ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში სალონური საღამოების ტრადიცია აღდგა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ  პოეზიის საღამოზე უცხოელმა პოეტებმა ქართველ მკითხველს ლექსები იტალიურ, თურქულ, რუსულ და ებრაულ ენებზე წაუკითხეს. როგორც ცნობილია, წლების მანძილზე საქართველოში ჩამოსული სტუმრები სწორედ ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახში ეცნობოდნენ ქართული ერის ისტორიას. ამჯერად კი, სხვადასხვა ქვეყნის კულტურა და ტრადიციები პოეზიამ გააერთიანა. პოეტ დავით მაღრაძის მოწვევით წინანდალს ესტუმრნენ წაიკითხეთ სრულად



„ჰოერლე-გუგენჰაიმ ქონთემფორარი“ და „სილქ როუდ ჯგუფი“ წარმოგიდგენთ: თანამედროვე ხელოვნების გამოფენას

23 აპრილს რადისონ ბლუ ივერიაში, წარმოდგენილი იქნება თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრები ფილიპ ჰოერლე-გუგენჰაიმის კოლექციიდან. 2014 წელს ნიუ იორკში დაარსებული ფილიპ ჰოერლე-გუგენჰაიმის მოდერნისტული და თანამედროვე ხელოვნების გალერეა წარმოაჩენს თამამ, მუშაობის პროცესზე ორიენტირებულ, დამწყები და უკვე შემდგარი მხატვრების ნამუშევრებს. ჰოერლე-გუგენჰაიმის მოწოდება საერთაშორისო პროგრამის განვითარებაა.  მისი ამბიციური და მრავალფეროვანი გამოფენები ხაზს უსვამს ესთეტიკისა და კონცეპტუალურობის მნიშვნელობას. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრების წაიკითხეთ სრულად



XIX საუკუნის ფრანგული გრავიურების გამოფენა წინანდალში

ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში საგამოფენო საგაზაფხულო სეზონი გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი გრავიურები, XIX საუკუნის ბოტანიკური ენციკლოპედიაშია დართული, როგორც საილუსტრაციო მასალა. უნიკალური გრავიურები ეკუთვნის ფრანგ მხატვარს ავგუსტ ფაგეტს,  (Auguste Faguet) რომელიც ბოტანიკური ნატურალისტური გრავიურებით იყო ცნობილი. ის არაერთი მნიშვნელოვანი გამოცემის ილუსტრატორია. როგორც ცნობილია, ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახი, გატაცებული იყო მებაღეობით და აღნიშნულ საქმიანობას დიდ ყურადღებას აქცევდა. წინანდლის ბაღი ევროპულ წაიკითხეთ სრულად



ბახვი 3 ჰესი პიკური სიმძლავრით ამუშავდა

2016 წლის 17 თებერვალს წყლის მოდინებაზე მომუშავე ბახვი 3 ჰესი პიკურ სიმძლავრეზე გავიდა და ხელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების ფონზე ამჟამადაც სრული დატვირთვით განაგრძობს მუშაობას. ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტრონერგია სრული მოცულობით მიეწოდება საქართველოში არსებულ მყიდველს ადგილობრივი მოხმარების მიზნებისთვის, ხოლო ზაფხულის თვეებში იგეგმება ექსპორტი თურქეთის რესპუბლიკაში ახალციხე-ბორჩხას 400 კვ ელექტროგადამცემი ხაზის საშუალებით. 10 მგვტ დადგმული სიმძლავრის ბახვი 3 წაიკითხეთ სრულად



წინანდლის მუზეუმი თანამედროვე ფრანგი მხატვრების ნამუშევრებს უმასპინძლებს

წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი 19 სექტემბერს იხსნება. 24 სექტემბრამდე დამთვალიერებელს თანამედროვე ფრანგი მხატვრების, ფრანსუა-მარი ანტონიოზისა და მინოს ნამუშევრების გაცნობის საშუალება ექნება. გამოფენის ორგანიზატორები არიან სილქ როუდ ჯგუფი, კომპანია სილქნეტი და საფრანგეთის საელჩო საქართველოში. წინანდლის სასახლე მუდამ მასპინძლობდა ფრანგულ კულტურას. მის სტუმრებს შორის იყვნენ ისეთი გამოჩენილი ფრანგი მოღვაწეები, როგორებიც არიან შევალიე გამბა, ალექსანდრე დიუმა წაიკითხეთ სრულად



სილქ როუდ ჯგუფი 15-16 ოქტომბერს დაგეგმილი აბრეშუმის გზის ფორუმის სპონორია

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით იმართება. სილქ როუდ ჯგუფი ღონისძიების ოქროს სპონსორია. ფორუმის მიზანი ყველა დაინტერესებულ მხარესა და საერთაშორისო ორგანიზაციას შორის მაღალი დონის წლიური შეხვედრებისთვის პლატფორმის დაარსებაა, რაც, თავის მხრივ,  სატრანსპორტო, ენერგეტიკული, სავაჭრო წაიკითხეთ სრულად



საქართველოს მთავარ ინტერნეტ პროვაიდერის სილქნეტის, თურქეთის წამყვანი ოპერატორის Turkcell Superonline-ის და გლობალური სერვის პროვაიდერის TI Sparkle-ის თანამშრომლობით ახალი დაერთების წერტილი (PoP) შეიქმნა

Telecom Italia Sparkle კავკასიის რეგიონში Seabone მაგისტრალს აფართოებს და თბილისში ინტერნეტის რეგიონალური დაერთების წერტილს (PoP) ქმნის. ახალი დაერთების წერტილი (PoP) საქართველოს ლიდერ პროვაიდერ სილქნეტთან და თურქეთის უმსხვილეს ოპერატორ Turkcell Superonline-თან პარტნიორობის ფარგლებში იქმნება. თბილისი, 17 ნოემბერი, 2015 Telecom Italia Group-oს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო მიმართულება, Telecom Italia Sparkle, თბილისში ფართოზოლოვანი ინტერნეტის რეგიონალური დაერთების წერტილის, ე.წ. PoP-ის შექმნას წაიკითხეთ სრულად