სასტუმრო ინდუსტრია და გართობა
radisson

რადისონ ბლუ წინანდალი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად, სილქ როუდ ჯგუფის მიერ წინანდლის ტერიტორიის განახლება და კეთილმოწყობა ისტორიული მნიშვნელობის შენარჩუნების გათვალისწინებით მოხდება. თბილისიდან წინანდალის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმამდე 104 კმ-ია, რაც 1სთ. და 50წთ. მგზავრობას უდრის. რენოვაცია ყველა შესაბამის ფაქტორს ითვალისწინებს, მათ შორის:

  • მთავარი შენობა, სასტუმრო და მუზეუმი;
  • სასეირნო, სარბენი და ველოსიპედის ბილიკები;
  • ვერტმფრენის მოედანი;
  • ღვინის ქარხანა;
  • ვიზიტორთა ახალი ცენტრი;
  • ადგილობრივი გარემო, კლიმატი და სტრუქტურული მახასიათებლები შერწყმული იქნება დასრულებული პროექტის არქიტექტურაში;
  • საკონფრენციო, საბანკეტო და სპეციალური ღონისძიებებისათვის განკუთვნილი სივრცე;
  • აქცენტი ეკო-ტურიზმზე;
  • წინანდლის განვითრების პროექტის დაგეგმარების, მომზადებისა და აღსრულების ყველა ეტაპი ადგილობრივ ქართველ სპეციალისტებთან კონსულტაციებს და მათ მონაწილეობას ითვალისწინებს.

ამჟამად მშენებლობის პროცესში მყოფი სასტუმრო რედისონ ბლუ მოიცავს სილქ როუდ ჯგუფის მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობას 111 სასტუმრო ნომრით, გარე საცურაო აუზს, შენობის ბოლო სართულზე მდებარე სპას, სილქ როუდ ჯგუფის მიერ იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ ღვინის ქარხანას, რომელიც შუშის ხიდით იქნება დაკავშირებული სასტუმროს რესტორანთან, შეხვედრების ოთახთან, ბართან, ბიბლიოთეკასთან, მცირე ზომის კინოთეატრთან, ღია და დახურულ საბანკეტო დარბაზთან, შიდა ეზოსთან და ღვინის სადეგუსტაციო ზონასთან.

მთლიანი სამშენებლო ფართი დაახლოებით 18 000 კვ.მ.-ია. პირველადი სამუშაოები ამ დროისთვის უკვე დასრულებულია.

radisson-tsinandali