სასტუმრო ინდუსტრია და გართობა
radisson

რადისონ ბლუ ტელეგრაფი

ფოსტის და ტელეგრაფის ყოფილი შენობა თბილისის შუაგულში, რუსთაველის გამზირზე, ტურისტულ და ბიზნეს ცენტრში, სტრატეგიული და  პრესტიჟული ადგილმდებარეობით გამოირჩევა.

რვა სართულიან ნაგებობას სამი მიწისქვეშა სართულიც გააჩნია. დაგეგმილია შენობის სრული რეკონსტრუქცია, რის შედეგადაც 170-180 ნომრიან სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიას მივიღებთ.

მომავალი სასტუმროს შენობისთვის საჭირო სრული ტექნიკური აღჭურვილობა, წყლის ავზები და მარაგები, მომსახურების ოთახი და სხვა დამხმარე ობიექტები შენობის სარდაფშია განთავსებული. სასტუმროს პირველ სართულზე ჯაზ კლუბი განთავსება, რომელსაც ქუჩიდან პირდაპირი შესასვლელი ექნება.

პროექტის მთავარ კომპონენტს – სასტუმროს მთავარი შესასვლელი რუსთაველის გამზირიდან ექნება.  ლობი რესტორანთან და ბართან, მთავარ სამზარეულოსთან და შეხვედრების/საკონფერენციო/საბანკეტო დარბაზებთან ერთად პირველ სართულზე განთავსდება. მეორე სართული სტანდარტული ტიპის სასტუმრო ოთახებს და სპორტულ დარბაზს დაეთმობა. მესამე და მეოთხე სართულებზე კი სტანდარტული, ბიზნეს და უმაღლესი კლასის, ხოლო მე-5 სართულზე მხოლოდ ბიზნეს და უმაღლესი კლასის სასტუმრო ნომრები განთავსდება. შენობის ბოლო სართული საპრეზიდენტო სიუტს და პენტ ჰაუზს დაეთმობა.

telegraph-web