სასტუმრო ინდუსტრია და გართობა
radisson-tbilisi

რადისონ ბლუ ივერია

სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიას ხელსაყრელი ადგილმდებარეობა თბილისის გულში, რუსთაველის გამზირზე დედაქალაქის ყველა ღირსშესანიშნაობასთან ადვილ წვდომას განაპირობებს. სტუმრებს სულ რამდენიმე წუთი აშორებთ თეატრებს, მუზეუმებს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს, თუ დიდ საკონცერტო დარბაზს.

ცხრამეტ სართულიანი სასტუმროს შენობა  საქართველოს დედაქალაქის შუაგულში, ვარდების რევოლუციის მოედანზე (რესპუბლიკის მოედანი), ქალაქის ისტორიულ და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში მდებარეობს. ვარდების რევოლუციის მოედნის შემაღლებული მდებარეობა სასტუმროს სტუმრებს შესანიშნავი ხედებით ანებივრებს.  უახლოესი მეტროს სადგური სასტუმროდან 300 მეტრის მოშორებითაა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე 17 კოლომეტრია (20წთ.), რკინიგზის სადგური კი სასტუმროდან 3,3 კილომეტრის (7წთ.) მოშორებით მდებარეობს.

რედისონ ბლუ ივერია, რომელსაც Carlson Rezidor Group მართავს, 2009 წელს გაიხსნა. სასტუმროში 249 ნომერია. აქედან: 146 სტანდარტული, 44 უმაღლესი კლასის,  43 ბიზნესი, 15 მცირე სიუტი და 1 ლუქსი. ყველა ნომრის ფანჯრიდან მდინარე მტკვრის და კავკასიის მთების ულამაზესი პანორამული ხედები იშლება.

სასტუმროს დამატებით მომსახურებაში შედის: ანე სემონინის სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი, კაზინო, ბარები და რესტორნები, საკონფერენციო (ტევადობა – 350 ადამიანი) და საბანკეტო დარბაზები, დახურული და ღია აუზი, სპორტული დარბაზი და ბიზნეს ცენტრი.

რესტორნები: კონცეპტუალური რესტორანი „ფილინი“ და აზიური რესტორანი – „უმამი“.

ბარები: „ოქსიჟენ ბარი“ (მე-18 სართულზე) და „სერფეის ლაუნჯ ბარი“.

DSC_1914

https://www.radissonblu.com/en/hotel-tbilisi