მედია & საინფორმაციო ტექნოლოგიები
qarva

ქარვა

ქარვას შესახებ

ქარვა არის მაღალი ხარისხის IPTV და OTT ტელევიზიის მთლიანი პროგრამული უზრუნველყოფის ინოვაციური მიმწოდებელი გლობალურ ბაზარზე. ქარვას შესაძლებლობები სრულად აკმაყოფილებს მომხმარებლის მაღალ მოთხოვნას, მიიღოს ხარისხიანი კონტენტი ნებისმიერ დროს, ადგილსა თუ მოწყობილობაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ ქარვას აქვს ყველაზე სწრაფი, ყველაზე მოხერხებული და ყველაზე მაღალხარისხიანი პროგრამული უზრუნველყოფა და ზუსტად ხარისხის ეს მაჩვენებელი წარმოადგენს კომპანია ქარვას ბრენდის მთავარ ფასეულობას.

2006 წლიდან კომპანია ქარვა ქმნის უნიკალურ ტექნოლოგიებს IPTV, OTT და ჰიბრიდულ სატელევიზიო ინდუსტრიაში. ქარვა ბიზნეს პარტნიორებს უზრუნველყოფს მაღალხარისხიანი  პროგრამული სერვისით და ეფექტიანი გადაწყვეტილებებით,  რაც აბონენტს შესაძლებლობას აძლევს გამოცადოს სატელევიზიო მომსახურების დონე. საერთაშორისო ბაზარზე წარმოქმნილი მოთხოვნების და გამოწვევების შესაბამისად, ქარვა მუდმივად ავითარებს თავის პროდუქტებს. სატელევიზიო სივრცეში მიღებული გამოცდილება და აქცენტი შეუდარებელი ხარისხის მომსახურების მიწოდებაზე,  ქარვას შესაძლებლობას აძლევს IPTV, OTT და ჰიბრიდული სატელევიზიო პროგრამული გადაწყვეტილებების დარგში ლიდერის პოზიცია დაიკავოს.

ახალმა ტექნოლოგიებმა აბონენტების მიდგომა კონტენტისადმი რადიკალურად შეცვალა. ადრე აბონენტებს აკმაყოფილებდათ პირდაპირი ეთერი და ის, რასაც მათ სხვადასხვა არხი სთავაზობდა ტელევიზორის ყურების მომენტში. ახლა აბონენტები თვითონ ირჩევენ რას, როდის და როგორ უყურონ. ერთის მხრივ IPTV, OTT-სთვის ეს  დიდი გამოწვევაა, მეორეს მხრივ კი,  შესაძლებლობა მომხმარებელს შესთავაზოს მარტივი და მოსახერხებელი სატელევიზიო მომსახურება.

ბიზნესის წარმართვისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია, აბონენტს მიაწოდო ისეთი მომსახურება, რომელიც მასში დადებით ემოციებს იწვევს.  ქარვას მისია და მიზანი სწორედ ეს არის.  ქარვას მარტივად ინტეგრირებადი პროგრამული უზრუნველყოფა, მას კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს და  ტელევიზიას აბონენტებისთვის მეტად მარტივს, მოსახერხებელსა და კომფორტულს ხდის.

ჩვენ ვქმნით სატელევიზიო მომსახურების ყველაზე მაღალ ხარისხს

IP მხარდაჭერის მქონე მოწყობილობებისგან მომხმარებლები მაღალი ხარისხის გამოსახულების შეუფერხებლად, ბუფერიზაციის გარეშე  მიღებას და მის კონტროლს ღილაკზე დაჭერისთანავე ელიან. ქარვა  მომხმარებლის ამ მოლოდინებს აკმაყოფილებს. ძირითადი სირთულეების აღმოფხვრის შედეგად  აბონენტებს  უმაღლეს ხარისხს აწვდის.  არხიდან არხზე უსწრაფესი გადართვა, დაკარგულ პაკეტის მონაცემთა აღდგენა, დროის მართვის შეუდარებელი ტექნოლოგია მომხმარებელს საშუალებას აძლევს გადაახვიოს კონტენტი წამის სიზუსტით და ქარვას ეფექტური გადაწყვეტილებელის შედეგად საუკეთესო მომსახურება მიიღოს.

არხის გადართვის ათჯერ უფრო სწრაფი დრო

არხიდან არხზე გადართვისას დახარჯული დრო დიდი ხნის განმავლობაში ბაზარზე პრობლემურ საკითხს წარმოადგენდა. ჩვეულებრივ, ინტერაქტიულ ტელევიზიაში არხიდან არხზე გადართვას  2-5 წამი სჭირდება.  მომხმარებელს კი სატელევიზიო კონტენტის ძალიან სწრაფი, მომენტალური რეაგირება სურს.

ქარვას მიერ შემუშავებული ტექნოლოგიების დახმარებით არხიდან არხზე  გადართვის დრო მინიმუმადე, 0.2 წამამდე მცირდება. გამოსახულების ეკრანზე  გაყინვისა და დაკუბიკების შესაწყვეტად არხების სწრაფი შეცვლა დაკარგული პაკეტების აღდგენის ტექნოლოგიასთანაა კომბინირებული. ქარვას პროგრამული უზრუნველყოფა ზრდის სერვისის ხარისხსა და ამავე დროს კმაყოფილი აბონენტების რაოდენობას.

პირდაპირი ტელევიზია აბონენტის ლოკალური ინტერნეტით შორ დისტანციაზე

ინტერაქტიულ ტელევიზიის შორ მანძილზე მიწოდება ერთ-ერთი დიდი გამოწვევა .  პირდაპირი ეთერი აბონენტამდე  20-40 წამიანი დაგვიანებით აღწევს. რაც, ხშირად აბონენტის უკმაყოფილებას იწვევს. ამ პრობლემის გადაჭრის გზა არ აღმოჩნდა გარე CDN სერვერების გამოყენება, რაც  მაღალ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ქარვას Multipipe OTT Streaming სერვერი ოპტიმალური დანახარჯებით საუკეთესო შედეგის მიღწევის შესაძლებლობას იძლევა. აბონენტები მიიღებენ მაღალი ხარისხის, 32მბ/წმ-იან UHD, კონტენტს შორ დისტანციაზე უნიკალური Multipipe OTT ტექნოლოგიის დახმარებით. მონაცემების მისაღებად TCP/IP პროტოკოლზე დაყრდნობით MultiPipe OTT გადაწყვეტილება ლოკალური ინტერნეტის სრულ გამტარუნარიანობას იყენებს. ამგვარად, მომხმარებლებს აღარ აწუხებთ დაბალი ხარისხის გამოსახულება და ნელი ბუფერიზაცია, ხოლო პარტნიორები CDN სერვერის მომსახურებასთან დაკავშირებულ მაღალ დანახარჯებს არიდებენ თავს.

დროის მართვის არნახული შესაძლებლობები და Live-დან გადახვევა

ქარვას უნიკალური პროდუქტი, aQua ვიდეო სერვერი, იმის გარანტიაა რომ, აბონენტი საყვარელი  ტელეგადაცემის ყურების დროს წამსაც კი არ გამოტოვებს. ღილაკზე თითის ერთი შეხებით მას შეუძლია გადაახვიოს, შეანელოს, დააპაუზოს კადრი სასურველ მომენტზე, შემდეგ კი ისევ დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს, პირდაპირ ეთერს. ქარვას ზუსტ ტექნოლოგიას აქვს დროის მართვის შესაძლებლობები, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია დაპაუზება, სასურველ დროზე გადასვლა დაყოვნების გარეშე და დაკარგული პაკეტების აღდგენა – რომლებიც აბონენტებს უზრუნველყოფს ინტერაქტიული და მაღალი სერვისის მომსახურებით.

სერვერის გაორმაგებული შესაძლებლობები

დროის მართვის ტექნოლოგია, aQua ვიდეო სერვერი გთავაზობთ გაორმაგებულ      სიმძლავრეს და პარტნიორებს აძლევს საშუალებას მინიმალური დანახარჯებით მიაღწიონ მსოფლიო რეკორდულ შედეგებს. ერთ ჩვეულებრივ სერვერს 200Gbps სიმძლავრე აქვს და შეუძლია მოემსახუროს 100 000 აბონენტს.

www.qarva.com