მედია & საინფორმაციო ტექნოლოგიები
National Geographic Georgia

National Georgraphic

National Geographic-ის საზოგადოება, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი არაკომერციული სამეცნიერო და სასწავლო ინსტიტუცია, 1888 წელს „გეოგრაფიული ცოდნის გაღრმავებისა და გაუმჯობესებისთვის“ დაარსდა. ჟურნალი National Geographic ამ საზოგადოების ოფიციალური გამოცემაა, რომელიც თავისი სხვადასხვა პლატფორმის და 37 ადგილობრივი გამოცემის საშუალებით ყოველთვიურად ნახევარ მილიარდ ადამიანს პლანეტაზე ზრუნვას შთააგონებს.

National Geographic საქართველოს გამოცემა  2012 წლის ოქტომბერში დაიწყო. ჟურნალის  მხარდამჭერი და მთავარი პარტნიორი კომპანია სილქნეტია. ამჟამად, ქართველ მკითხველში National Geographic-ის ძირითადი ფასეულობების საქართველოში გავრცელებას ინოვატორები, მკვლევარები, მეცნიერები, ფოტოგრაფები, მთხრობელები და მოგზაურები უწყობენ ხელს.

www.nationalgeographic.ge