სასტუმრო ინდუსტრია და გართობა
metro2

მეტრო

რედისონ ბლუ ივერიას და კაფე ივერიას მოპირდაპირე მხარეს, ვარდების რევოლუციის მოედანზე განთავსებული ოთხსართულიანი ნაგებობა „მეტრო“ არასაცხოვრებელი გასართობ კომპლექსია. შენობის ფასადი უკვე დასრულებულია.

გასართობი ცენტრი მოიცავს რამდენიმე რესტორანს, საკონფერენციო და საბანკეტო დარბაზებს. შენობის პირველ სართულზე, 400კვ.მ.-ზე განთავსებული იქნება ქართული რესტორანი.

ასევე 400კვ.მ. დაეთმობა საკონფერენციო, საბანკეტო და მრავალფუნქციონალურ სივრცეს. შენობის პირველი და მეორე სართული გამიზნულია 500 ადგილიან საბანკეტო დარბაზისთვის, საერთო ფართობით 1500კვ.მ. და 400კვ.მ. შენობის უკან მდებარე სივრცე.

თევზის რესტორანი და ლაუნჯ ბარი 500კვ.მ.-ზე განთავსდება. კომპლექსის მესამე სართულზე იქნება ღია ტერასა და პოდიუმი (დაახლოებით 1000კვ.მ.).

metro-web