silkroad-realestate

უძრავი ქონების განვითარების კომპანია Development Solutions სილქ როუდ ჯგუფის და მესამე მხარის ყველა უძრავი ქონების პროექტის ზედამხეველობისთვის შეიქმნა.  კომპანია მომხმარებელს მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს კონცეფციის განვითარების, ფინანსურ მოდელირების და მშენებლობის პროცესის მართვის ჩათვლით.

2006 წლიდან სილქ როუდ ჯგუფმა სხვადასხვა უძრავი ქონების პროექტების ინვესტირება და განვითარება დაიწყო. კომპანიის პროექტებიდან აღსაღნიშნია რედისონ ბლუს ორი სასტუმრო თბილისსა და ბათუმში, რომლებსაც Carlson Rezidor Hotel Group მართავს. ამჟამად, სილქ როუდ ჯგუფი თბილისსა და წინანდალში ორ სასტუმროს პროექტზე მუშაობს.

დაგეგმვის პროცესშია შავი ზღვისპირა ქალაქ ბათუმში მრავალპროფილიანი დანიშნულების პროექტი. კომპლექსში წარმოდგენილი იქნება კომერციული, საცხოვრებელი და სასტუმროს ელემენტების მქონე ობიექტები.